ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული, აქედან აჭარაში დაახლოებით 620 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული, აქედან აჭარაში დაახლოებით 620

კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული, აქედან აჭარაში დაახლოებით 620, საიდანაც 80 თავისუფალია.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ის პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც მსუბუქი ან უსიმპტომოა, გარდა ხანდაზმულებისა და ბავშვებისა, სახლში ან კოვიდკარანტინში განაგრძობენ მკურნალობას.

"დღეს მსოფლიოში ინფიცირების აქტიური შემთხვევების 1%-ია კრიტიკული. დაახლოებით 10%-მდე არის მძიმე ავადმყოფი. დანარჩენი 90%-მდე არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. საქართველო არ არის ამოვარდნილი ამ საერთო სურათიდან. ჩვენთან პროტოკოლით სახლში მკურნალობა შესაძლებელია ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების. ვისაც სახლში არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, ის ადამიანები გადადიან კოვიდკარანტინში. თუმცა კოვიდკარანტინსა და სახლში ხანდაზმულები და ბავშვები არ გადადიან",- განაცხადა გამყრელიძემ.