კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი, 60 წლამდე ქალბატონი, კატასტროფის ბრიგადამ აფხაზეთიდან უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი, 60 წლამდე ქალბატონი, კატასტროფის ბრიგადამ აფხაზეთიდან უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებაზე კლინიკა "ბომონდი" განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

"60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული კოვიდ 19-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct-ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის, სატურაცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე.

კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა," - აცხადებენ კლინიკა ბომონდში".

ამ დროისათვის კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის. მათ შორის არიან ბავშვები, ორსულები და მელოგინეები. უახლოეს დღეებში კლინიკაში ელოდებიან რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას.