კორონავირუსი

რატომ გამოყოფს COVID-გადატანილი ზოგიერთი ადამიანი ვირუსს 90 დღის განმავლობაში

რატომ გამოყოფს COVID-გადატანილი ზოგიერთი ადამიანი ვირუსს 90 დღის განმავლობაში
კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ზოგიერთი მეცნიერის ინფორმაციით ადამიანი ვირუსს გამოჰყოფს 48 დღის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მონაცემით 90 დღის მანძილზე. ამის შესახებ გამოქვეყნებულია აშშ-ს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საიტზე (CDC).

ამერიკელი მეცნიერები სიფთხილით საუბრობენ, რომ ამის ალბათობა არსებობს. ჰიპოტეტურად შეიძლება დავუშვათ რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმუნიტეტი აღარ კლავს SARS-CoV-2, რადგანაც ეს მისთვის უფრო რთულია, ვიდრე ვირუსის ქრონიკულ ფორმაში გადაყვანა. ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ პაციენტი მას დიდი ხნის განმავლობაში გამოჰყოფს.

თუმცა СDС-ს საიტზე არსებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მკვლევარებმა ვერ მოიპოვეს იმის მტკიცებულება, რომ კლინიკურად
გამოჯანმრთელებული ადამიანები ვირუსის რნმ-ის შენარჩუნების შემთხვევაში სხვა ადამიანებს გადასცემდნენ SARS-CoV-2. კითხვაზე პასუხი ღიადაა დარჩენილი თუ ადამიანი 90 დღის განმავლობაში გამოჰყოფს ვირუსს, მთელი ამ ხნის განმავლობაში საშიშია ირგვლივ მყოფებისთვის თუ არა?

ვირუსოლოგების განმარტებით სხვა ვირუსების ქრონიკულ ფორმებში არსებობის ლოგიკიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად შეიძლება წარიმართოს მოვლენები. ვირუსოლოგებს მიაჩნიათ
რომ სწორი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, თუ რამდენი ვირუსული ნაწილაკი აღმოაჩინეს ხანდაზმული ინფექციის მქონე პაციენტებში. და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვირუსულ დატვირთვაზე დასკვნის გაკეთება საშიშია თუ არა იგი ირგვლივ მყოფებისათვის.