პირბადის ტარებას ახალი დატვირთვა მიეცა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

პირბადის ტარებას ახალი დატვირთვა მიეცა

პირბადის ტარებას ახალი დატვირთვა მიეცა
გამორიცხული არაა, რომ პირბადემ COVID-19-ზე ერთგვარი "აცრის" როლი შეასრულოს. ასეთი, ჯერჯერობით დაუსაბუთებელი, ჰიპოთეზა წამოაყენა ჟურნალთჰე New England Journal of Medicine-ში კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა მონიკა განდიმ (Monica Gandhi) და ეპიდემიოლოგმა ჯორჯ რაზერფორდმა (George Rutherford).

ჰიპოთეზა ემყარება კაცობრიობისთვის უკვე ცნობილ და საკმაოდ სარისკო ვარიოლაციის პრაქტიკას, როდესაც ადამიანებს გამიზნულად აინფიცირებდნენ ყვავილის ცოცხალი ვირუსით, რათა მათში გამოეწვიათ დამცავი იმუნური პასუხი, რაც განმეორებით ავადობას აარიდებდა თავიდან. ვარიოლაცია დროთა განმავლობაში შეიცვალა უფრო უსაფრთხო ვაქცინირებამ, რომლის დროსაც გამოიყენება ვირუსების დასუსტებული ფორმები.

განდისა და რაზერფორდის აზრით,
საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება ვარიოლაციის მსგავს ეფექტს იწვევს. საქმე ისაა, რომ ქირურგიული და ქსოვილის პირბადეები, რომელთაც ადამიანები ყველაზე ხშირად იყენებენ, მტარებელის ცხვირიდან
და პირიდან მცირე ზომის წვეთების გაფრქვევის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მას თავად იდეალურად არ იცავს. ვირუსების ნაწილაკების ნაწილი გარემოდან რეგულარულად მაინც აღწევს პირბადეში და ხვდება სასუნთქ გზებში. ვირუსის ეს დოზა არასაკმარისია სეროიოზული დაავადების გამოსაწვევად, მაგრამ საკმარისია დამცავი იმუნური პასუხის მექანიზმის გასაშვებად- ორგანიზმი იწყებს იმუნური უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც იმახსოვრებენ ვირუსს, სწავლობენ მის შეცნობას და ეფექტურად უტევენ პათოგენს ახალი შეხვედრისას.

ჰიპოთეზის ავტორები ცხადია ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ამბობენ. საუბარია ვარაუდზე, რომ რაც ნაკლები ვირუსის ნაწილაკები შეაღწევს ორგანიზმში, მით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ინფექცია. თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზა შეიძლება მართალიც აღმოჩნდეს. მაგალითად პოპულაციებში, სადაც პირბადეს ატარებს მთელი მოსახლეობა (სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში), უკანასკნელ დროს პანდემია COVID-19 კლებისკენ მიდის. ამასთან უსიმპტომო მტარებლების რიცხვი იზრდება, ხოლო მძიმე და ლეტალური შემთხვევები კი მნიშვნელოვნად ეცემა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი მეცნიერები, ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების დღიდან,
იმუნური სისტემის ადექვატური მუშაობისთვის აუცილებელია А, С, D, Е, В2, В6 და В12 ვიტამინები,
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2075 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სპეციალისტთა დასკვნით, ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვები ნაკლებად მიმღებლობენ
ლონდონის საიმპერატორი კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ით დასნებოვნებული ადამიანების ორგანიზმში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად