პანდემიის 3 ცხელი წერტილი კახეთში - ლაგოდეხი, ახმეტა, გურჯაანი - დღევანდელი მონაცემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

პანდემიის 3 ცხელი წერტილი კახეთში - ლაგოდეხი, ახმეტა, გურჯაანი - დღევანდელი მონაცემები

პანდემიის 3 ცხელი წერტილი კახეთში - ლაგოდეხი, ახმეტა, გურჯაანი - დღევანდელი მონაცემები
კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი და მართვადია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.

მისი თქმით, სოფელ მატანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება.

"რაც შეეხება კახეთში არსებულ ეპიდსიტუაციას, ისევ 3 ცხელი წერტილი, სამი კლასტერი გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო. დაახლოებით 750 ნიმუში აიღეს მატანში. მთლიანად, კახეთის რეგიონში, როგორც გეგმური, ასევე სხვა რისკ-ჯგუფებიდან - 169 ნიმუში", - აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი განმარტებით, ლაგოდეხში უფრო
სტაბილური სიტუაციაა, რადგან ამჯამად თვითიზოლაციაში 2 ოჯახი იმყოფება.

" ვფიქრობ, რომ ლაგოდეხში უფრო სტაბილური სიტუაციაა, რადგან ახალი კონტაქტები და ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. მხოლოდ 2 ოჯახია, როლებიც თვითიზოლაციაში იმყოფება. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის 5 შემთხვევა, რომელიც გვაქვს, აჭარიდან არის შემოტანილი და შეიძლება არც ჩვენს შემთხვევებად
ჩაითვალოს. ყველა მათგანი აჭარაში იმყოფებოდა და ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ ვირუსი. რაც შეეხება ველისციხეს, დღეს ველოდებით კონტაქტების შედეგებს, რომელიც გუშინ ღამით გაიგზავნა. ამ კონტაქტების შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ველისციხის კლასტერთან დაკავშირებით.

გუშინ ღამით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ აღებული 63 ნიმუში გაიგზავნა. რაც შეეხება მატანს, იქ დღესაც გრძელდება გაფართოებული ტესტირება",- აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვებს კი ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ.

"ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს სიმპტომები თითქმის არ აქვთ მშობლებისა და უფროსებისგან განსხვავებით. ჩვენი კლასტერიდან არცერთი მძიმე პაციენტი არ არის",-აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი თქმით, რეგიონში აბსოლუტურად ყველა სკოლა შემოწმდა და მიეცათ უფლება, რომ სწავლა დაიწყონ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორია ახალგამოჯანმრთელებული ექიმის მდგომარეობა, რას ამბობს რემდესივირზე, რა ხდება ქვეყანაში და რა იგეგმება ხვალისთვის პანდემიასთან დაკავშირებით
ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩასატარებლად აღარ იქნება აუცილებელი ოჯახის ექიმის მიმართვა
გენეტიკოსები ფიქრობენ, როგორ შეამცირონ კორონავირუსით დასნებოვნების რისკი.
სამედიცინო ცენტრების ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი" აგრძელებს დამატებითი ჰოსპიტალური საწოლების მობილიზებას
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად