შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი
ჩვენ კი­დევ შემ­დე­გი ორი კვი­რა გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა უნდა მო­ხერ­ხდეს, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

გა­ბუ­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, თუ ორი კვი­რის შემ­დეგ ეს­კა­ლა­ცია კვლავ იქ­ნე­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ვირუ­სის ლო­კა­ლი­ზე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. იქამ­დე კი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, აჭა­რა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"აჭა­რა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ­დე­ნად ჩვენ კი­დევ შემ­დე­გი ორი კვი­რა გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა უნდა მო­ხერ­ხდეს. თუ შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია აღი­ნიშ­ნა, შემ­დეგ უკვე შე­იძ­ლე­ბა ვი­ლა­პა­რა­კოთ იმა­ზე, რომ ეპი­დე­მი­ის
გავ­რცე­ლე­ბა მოხ­და მე­ტად და კუ­პი­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით შემ­დე­გი ორი კვი­რა არის ის კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ჩვენ კი­დევ გვაქვს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის კუ­პი­რე­ბა და ლო­კა­ლი­ზე­ბა აჭა­რა­ში მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ბა­დის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი უნდა გახ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი.

"ამ
შემ­თხვე­ვა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. ვერც ერთი მთავ­რო­ბა, ვერც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ყვე­ლას და­ჯა­რი­მე­ბით ყვე­ლა­ნა­ირ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ი­ღოს ის შე­დე­გი, რაც ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გვინ­და, რომ მი­ვი­ღოთ. ამ­დე­ნად, აქ ახლა ჯა­რი­მე­ბის იმე­დი ნუ გვექ­ნე­ბა, რომ პირ­ბა­დეს არ გა­ი­კე­თებს, დავ­სა­ჯეთ და მერე გა­ი­კე­თა. ეს არ არის სწო­რი მიდ­გო­მა. ამ­გვა­რად, ამ ტი­პის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ვერ მიგ­ვიყ­ვანს იმ შე­დეგ­ზე რაც გვინ­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბის თვით­შეგ­ნე­ბა გაძ­ლი­ერ­დეს, რად­გან ეს და­ა­ვა­დე­ბა არის ქცე­ვი­თი და მე­დი­ცი­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს ქცე­ვით და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლა. პირ­ბა­დე უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და პირ­ბა­დის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი უნდა გახ­დეს გარ­კვე­ულ­წი­ლად სო­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი და ამ­დე­ნად, რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თმა­ნე­თის ხელ­შე­წყო­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არა მხო­ლოდ ის, რომ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა არ მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ბა­თუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბა, რად­გან მისი შე­ფა­სე­ბით, ისი­ნი რისკ - ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ. ამას­თა­ნა­ვე, გა­ბუ­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, სკო­ლა­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ შე­დეგს გა­მო­იწ­ვევს. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში გა­ნა­ცხა­და.

"ზო­გა­დად სკო­ლე­ბის გახ­სნა მარ­ტო ჩვენ­თვის არა, ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის არის გა­მოწ­ვე­ვა და ყო­ველ­თვის ით­ვლე­ბა, რომ რის­კის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მი­ვი­ღოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ ეტაპ­ზე, ჩა­ით­ვა­ლა ეპი­დე­მი­უ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ ჩვენ გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი მომ­დევ­ნო ორი კვი­რა და ეს გა­და­ვა­დე­ბა მოხ­და პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე. ჩვენ დღეს აქ­ტი­უ­რად ვა­კე­თებთ ბა­თუმ­ში ნა­მოგ­ზა­უ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბას იმი­ტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჯგუ­ფი რის­კის. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლა­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ შე­დე­გებს", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში სწავ­ლა პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან არ გა­ნახ­ლდეს, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ეპი­დე­მია დი­ნა­მი­უ­რი პრო­ცე­სია და ერთ კვი­რა­ში ამ კი­თხვა­ზე უფრო ნა­თე­ლი პა­სუ­ხი იარ­სე­ბებს.

"ეპი­დე­მია დი­ნა­მი­უ­რი პრო­ცე­სია. ჩვენ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად გვქონ­და იმის იმე­დი, რომ 15 სექ­ტემ­ბერს და­ვი­წყებ­დით სწავ­ლას საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში. და­ვი­წყებთ სწავ­ლას საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში რიგ რე­გი­ო­ნებ­ში, მაგ­რამ უნდა და­ვი­ცა­დოთ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში და და­ვაკ­ვირ­დეთ. დღეს ჩემ­გან იმის თქმა, ეს რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რია ან არ არის რე­ა­ლის­ტუ­რი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა. უნდა და­ვე­ლო­დოთ, რად­გან ახლა ვართ ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის. ამ­დე­ნად, და­ვი­ცა­დოთ ახლა და უფრო უკე­თე­სი პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა ერთ კვი­რის თავ­ზე გვქონ­დეს თუ რა მოხ­დე­ბა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913 -ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანმოს კომისიების ქართველი წევრის, ზაზა წერეთლის განცხადებით, კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს
საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 სენაკში გამოვლინდა
ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 187 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად