კორონავირუსებით გამოწვეული მძიმე რესპირატორული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსებით გამოწვეული მძიმე რესპირატორული ინფექციები

ანუ სასიკვდილო პნევმონიის (ფილტვების ანთების) ჩათვლით. ცნობილია, რომ ადამიანის დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს 7 სახის კორონავირუსი. მათგან სიმძიმისა და ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია 3 მათგანი:

  • SARS-CoV2 – ახალი კორონავირუსი;
  • MERS-CoV – ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) გამომწვევი, რომელიც გამოვლინდა 2012 წელს;
  • SARS-CoV – მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის აფეთქების გამომწვევი, გამოვლენილი 2002 წელს.

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS)

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) გამომწვევი ვირუსი პირველად 2012 წელს გამოვლინდა იორდანიასა და საუდის არაბეთში. 2018 წლის მაისში რეგისტრირებული იყო დაავადების 2220 შემთხვევა, 790 შემთხვევა ლეტალურად, ანუ პაციეტის სიკვდილით დასრულდა. შემთხვევათა უმეტესი ნაწილი აღინიშნა და კვლავაც ვლინდება საუდის არაბეთში. ანალოგიური შემთხვევები იყო ასევე ახლო აღმოსავლეთისაგან შორს – საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ტუნისში, დიდ ბრიტანეთში, თუმცა, იმ პირთა შორის, რომლებიც მანამდე იმყოფებოდნენ ახლო აღმოსავლეთში.

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) აფეთქება მოხდა სამხრეთ კორეაში 2015 წლის მაისიდან ივლისამდე, როცა სამხრეთ კორეის მოქალაქე ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნდა. აფეთქებამ გამოიწვია დაავადების 180 შემთხვევა, მათ შორის 36 დამთავრდა ლეტალურად, ანუ სიკვდილით. ადამიანისაგან ადამიანისათვის დაავადების გადაცემა ძირითადად ხდება სამედიცინო დაწესებულებებში.

2014 წლის მაისში 2 შემთხვევა გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორივე აღენიშნათ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ცოტა ხნის წინათ დაბრუნდნენ სპარსეთის ყურიდან.

ინფექცია უფრო ხშირად მამრობითი სქესის პირთა შორის გვხვდება და უფრო მძიმედ მიმდინარეობს ხანში შესულებთან, ასევე თანმხლები დაავადებების (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებები) მქონე პაციენტებთან. დაავადებულთა დაახლოებით მესამედისათვის ის სასიკვდილო ინფექციაა.

MERS-ის გამომწვევი ვირუსი გადაეცემა დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით ან ჰაეროვან-წვეთოვანი გზით – ხველისა და ცემინების დროს ავადმყოფის ორგანიზმიდან ჰაერში მოხვედრილი უმცირესი წვეთოვანი ნაწილაკებით. ითვლება, რომ დაავადება გადაეცემა მხოლოდ სიმპტომების გამოვლინების შემდეგ. ადამიანისაგან ადამიანის ინფიცირების შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ინფიცირებულების მომვლელ სამედიცინო პერსონალზე მოდის.

ჩვეულებრივ, სიმპტომები გამოვლინდება ინფიცირებიდან 5 დღის შემდეგ, შესაძლოა, ეს დრო 2-დან 14 დღემდე ვარირებდეს. ინფიცირებულთა უმეტეს ნაწილს აქვს ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კუნთების ტკივილი, ხველა. დაავადებულთა მესამედს აქვს ფაღარათი, ღებინება, მუცლის ტკივილი.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმმა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის არსებობაზე ეჭვი შეიძლება მიიტანოს, თუ პაციენტს აქვს ზემოთ აღწერილი სიმპტომები და დაბრუნებულია MERS კერიდან ან ცხოვრობს აღნიშნულ რეგიონში, ან ჰქონდა კონტაქტი დაავადებულთან.

დიაგნოზი ემყარება სასუნთქი გზების რამდენიმე უბნიდან სხვადასხვა დროს აღებულ სითხის ანალიზს. გარდა ამისა, ტარდება სისხლის ანალიზი ვირუსის ან მის მიმართ ანტისხეულების გამოსავლენად. გამოკვლევა უტარდება დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ ყველა პირს.

სამწუხაროდ, არ არსებობს MERS-სპეციფიკური, ანუ უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი. სადღეისოდ დაავადების დროს რეკომენდებულია პაციენტის იზოლაცია, სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება.

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS)

მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც გრიპის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება.

  • 2004 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით აღარ დარეგისტრირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა;
  • მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის ნიშნები ზედა სასუნთქი გზების სხვა ვირუსული ინფექციების მსგავსია (მაგალითად, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი), თუმცა უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება;
  • ექიმები მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის დიაგნოზს მხოლოდ მაშინ ვარაუდობენ, თუ პაციენტს ჰქონდა კონტაქტი დაავადებულთან;
  • თუ ივარაუდება მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი, აუცილებელია პაციენტის იზოლაცია.

მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) პირველად 2002 წლის ბოლოს გამოვლინდა ჩინეთში. მსოფლიო ეპიდემიის ფარგლებში დაფიქსირდა 8000-ზე მეტი შემთხვევა პლანეტის მასშტაბით, კანადისა და ამერიკის ჩათვლით, 2003 წლის შუა პერიოდისათვის დაფიქსირდა 800-მდე სიკვდილი. 2004 წლიდან აღარ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, დღეს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) აღმოფხვრილად ითვლება.

ვარაუდობდნენ, რომ დაავადების უშუალო წყარო იყო კატის მსგავსი ძუძუმწოვრები, რომელთაც ცოცხალი ცხოველების ბაზრობაზე ყიდდნენ ეგზოტიკურ საკვებად. ამ ცხოველების ინფიცირების წყარო დაუდგენელია, თუმცა ითვლება, რომ SARS ვირუსის რეზერვუარია ღამურა.

როგორც აღვნიშნეთ, SARS-ის გამომწვევი კორონავირუსია. დაავადება ხასიათდება უფრო მძიმე მიმდინარეობით, ვიდრე სხვა კორონავირუსული ინფექციების დიდი ნაწილი, რომლებიც გაციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება.

SARS ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით ან გარემოში დაავადებული ადამიანის ორგანიზმიდან ხველისა და ცემინების დროს ჰაერში შეწონილი უმცირესი წვეთების გამოფრქვევით.

როგორ ვლინდება მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის სიმპტომები ზედა სასუნთქი გზების სხვა ვირუსული ინფექციების მსგავსია, ოღონდ, უფრო მძიმედაა გამოხატული. პაციენტს აქვს მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი, რასაც მოჰყვება მშრალი ხველა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელება.

ადამიანების უმრავლესობა 1-2 კვირის განმავლონბაში გამოჯანმრთელდება, თუმცა შემთხვევათა 10% სიკვდილით მთავრდება.

SARS-ის არსებობას ვარაუდობენ, თუ პაციენტი უშუალოდ ეკონტაქტა დაავადებულს და მას გამოუვლინდება მაღალი ტემპერატურა, ხველა, გაძნელებული სუნთქვა. შესაძლოა ჩატარდეს სპეციალური გამოკვლევები დიაგნოზის გასაზუსტებლად.

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის მკურნალობა

მძიმე, მწვავე რესპირატორულ სინდრომზე ეჭვისას აუცილებელია პაციენტის იზოლაცია. სწორედ იზოლაციის წყალობით მოხერხდა გამკლავება მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის პირველ და ერთადერთ აფეთქებასთან. თუ დაავადების სიმპტომები ზომიერადაა გამოხატული, განსაკუთრებული ღონისძიებები არ არის საჭირო. საშუალო სიმძიმის სუნთქვის უკმარისობისას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ჟანგბადის მიწოდება ნიღბით; მძიმე შემთხვევებისას აუცილებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.