ყველამ სწრაფად უნდა წარმოადგინოს თავისი კონტაქტები, რათა მოხდეს კონტაქტების სწრაფი იზოლირება და გამოკვლევა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ყველამ სწრაფად უნდა წარმოადგინოს თავისი კონტაქტები, რათა მოხდეს კონტაქტების სწრაფი იზოლირება და გამოკვლევა

ყველამ სწრაფად უნდა წარმოადგინოს თავისი კონტაქტები, რათა მოხდეს კონტაქტების სწრაფი იზოლირება და გამოკვლევა
"ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შეკავება აღარ მოხდება იმ შემზღუდავი ღონისძიებებით, რაც გაზაფხულზე დააწესა საქართველოს მთავრობამ. მისივე თქმით, ახლა საზოგადოება უნდა შეეჩვიოს კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას და დაიცვას ყველა მთავარი რეკომენდაცია.

"ქვეყანაში იზრდება შემთხვევების რაოდენობა. პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარების და დიდი რაოდენობის ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა. ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლებოდა
ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან იქ იყო კონცენტრაცია დიდი რაოდენობით მოსახლეობის და არ ხდებოდა იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მუდმივად ვაჟღერებთ. ძირითადი რეკომენდაციების არდაცვამ მოგვიტანა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ზრდა არის სრულად მართვადი და კონტროლს ექვემდებარება. ყველას მოგიწოდებთ,
რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე, ანუ ჩაკეტვით, იზოლირებით და სხვა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, იმიტომ, რომ ახლა სლოგანი გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას. კორონავირუსი არ ქრება ერთ დღეში, ერთ თვეში და რამდენიმე თვეში, ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება მინიმუმ ერთი წელიწადი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის თანამშრომლობა სამედიცინო სექტორთან.

"ასევე ყველამ სწრაფად უნდა წარმოადგინოს თავისი კონტაქტები, რათა მოხდეს კონტაქტების სწრაფი იზოლირება და გამოკვლევა, რათა ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ. მოსახლეობის დამყოლობას ამ პროცესში აქვს დიდი მნიშვნელობა. ვგულისხმობ მოსახლეობის თანამშრომობას სამედიცინო სექტორთან", - აღნიშნა მან.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სიკვდილის რისკი ორჯერ იზრდება, თუ ადამიანი ერთდროულად დასნებოვნდა გრიპის სეზონური
Covid-19 პანდემიის პირობებში ლეტალური გამოსავალი უხშირესად ფიქსირდება ნივთიერებათა
Covid-19-ის პანდემიის ე.წ. პირველი ტალღის დროს იტალიის მდგომარეობა სხვა ბევრი ქვეყნის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად