მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გვეუბნება, რომ საკუთარი თავის მიმართ რეგულაციები უნდა გავამკაცროთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გვეუბნება, რომ საკუთარი თავის მიმართ რეგულაციები უნდა გავამკაცროთ

კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევით, პირიქით გაამკაცრონ რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც მეტი გამოვლენილი და დადასტურებული კონტაქტი იქნება, კორონავირუსის გავრცელების ნაკლები საშიშროება იქნება.

"ძალიან აქტიურად ხდება კონტაქტების გამოვლენა, შესაბამისად იზრდება კონტაქტებიც და ახალი შემთხვევების ციფრი. ეს ზუსტად იმის საფუძველია, რომ ჩვენ დაავადების ლოკალიზაციისკენ და შესუსტებისკენ მივდივართ. რაც კარგი გამოსავალია დროული ლიკვიდაციის ამ ახალწარმოქმნილი წერტილების, კერების, წყაროების და კლასტერების.

მთავარია, რომ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მთავრობასთან, საათობრივი ურთიერთობა გვაქვს სამედიცინო სექტორს ჯანდაცვის სამინისტროსთან, შესაბამისად, დროული გადაწყვეტილების შედეგად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიტუაცია ისეთივე მართვადი და კონტროლირებადი გახდება, როგორც აქამდე გვქონდა.

თუ არ ვცდები დღეში 9000-მდე ტესტი კეთდება. ტესტების რაოდენობა, რაც კეთდება ზუსტად აჩვენებს, რომ ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი მაღალია, რაც კარგია იმ თვალსაზრისით, რომ თვითიზოლაცია ხდება, იზოლაციის შედეგად კი გავრცელების მაქსიმალური პრევენციაა. რაც მეტი გამოვლენილი და დადასტურებული კონტაქტი იქნება, მით ნაკლები საშიშროებაა დაავადების გავრცელების.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 158 ახალი შემთხვევა ნუ შეგვაშინებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ რეგულაციები არ დავიცვათ. 158 ახალი შემთხვევა გვეუბნება, რომ უნდა გავამკაცროთ რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ ",-განაცხადა ეზუგბაიამ.