სპეციალისტები კორონავირუსთან დაკავშირებით პროგნოზებს აკეთებენ
მხოლოდ 2021 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება. მისი აზრით, ზამთარში ცივი ამინდის გამო, იქნება კარანტინის ეფექტის იმიტაცია. ზამთარში ადამიანები უფრო დიდ დროს ატარებენ სახლში. პლიუს შარფები, ხელთათმანები რეალურად შეამცირებენ ვირუსის გადაცემას.
დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, სეზონური გრიპით ავადობის მატებასთან ერთად, ჩOVID-19-ზე ტესტირების მსურველების რიცხვიც გაიზრდება. მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნება მზარდი, მაგრამ ლეტალობის შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს. სიკვდილიანობის მაჩვენებლის დაქვეითების ერთერთი მიზეზი არის ის, რომ კორონავირუსით უკვე უფრო ხშირად ავადდებიან ახალგაზრდები, რომელთაც ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემები არ აქვთ.
აღმოსავლეთ ინგლისის მედიცინის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ჰანტერი თვლის, რომ კორონავირუსი დიდი ხნით დაფუძნდა, თუმცა ადამიანების იმუნური სისტემაც გაძლიერდება და დროთა განმავლობაში ინფექცია ნაკლებად საშიში გახდება.
ექიმი ჯულიან ტანგი ლესტერის უნივერსიტეტიდან ამ ყველაფერთან ერთად მოგვიწოდებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ცხოვრების ჰიგიენას. კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების გარდა, აუცილებელია შენობების (ოფისების, აუდიტორიებისა და საკლასო ოთახების) რეგულარული განიავება.