ესპანეთი COVID-19-ის გავრცელებას მოწევის აკრძალვით ებრძვის
ვერ ხერხდება სოციალური დისტანცირება, აიკრძალა მოწევა. მსგავსი აკრძალვის დაწესებას სხვა რეგიონებიც ფიქრობენ.
მოწევა დაშვებულია იმ ადგილებში, სადაც გარანტირებულად მოხდება 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. ამის მიზეზი არის ის, რომ მაღალი სიმჭიდროვის ადგილებში მოწევა ზრდის კორონავირუსის გავრცელების რისკს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ მწეველები უფრო მეტად ექვემდებარებიან ვირუსით ინფიცირებას და ხელს უწობენ ინფექციის გავრცელებას, რადგანაც ვირუსი ადვილად გადაიტანება ხელებიდან სიგარეტზე, აქედან კი ტუჩებსა და პირში.