ბამბა კორონავირუსისგან დაცვის იდეალურ საშუალებად დასახელდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბამბა კორონავირუსისგან დაცვის იდეალურ საშუალებად დასახელდა

რომ ბამბის ტანსაცმელი და ნიღაბი კანსა და ლორწოვან გარსს  SARS-CoV-2-ის მოხვედრისაგან იცავს.  კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი ამ ქსოვილზე ერთ დღეში იშლება სპეციალური დამუშავების გარეშეც კი.

ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდა გაეანალიზებინათ SARS-CoV-2 -ის სტაბილურობა ექსპერიმენტულად დაბინძურებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე. ვირუსი მოათავსეს რვა სხვადასხვა მასალაზე: ნიტრილის ხელთათმანები, გაძლიერებული ქიმიური მდგრადობის ხელთათმანები, N-95 და N-100 რესპირატორული ნიღბები, Tyvek (განსაკუთრებით მსუბუქი და მდგრადი არაქსოვილოვანი მასალა), პლასტიკატი, ბამბა და უჟანგავი ლითონი. დაკვირვება სამ კვირას გაგრძელდა. აღმოჩნდა, რომ 100%-იან ბამბის ქსოვილზე ვირუსი ერთ დღეში დეგრადირდებოდა.

ცნობილია, რომ ბამბა ნელა შრება, რადგანაც მაღალი ჰიგროსკოპიულობით გამოირჩევა. კორონავირუსი კი ტენს ვერ იტანს. ვირუსის ზედაპირზე არსებობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასალის ფორიანობაზე და გარემო ფაქტორების, მათ შორის მზის ზემოქმედებაზე.

მრვალშრიანი ბამბის ქსოვილის ნიღაბი იცავს ვირუსისაგან, თუმცა რამდენადმე უფრო დაბალი ხარისხით, ვიდრე სამედიცინო ნიღაბი. ეს ხდება არა იმდენად ვირუსის დაშლის,  არამედ სითხის მიკროსკოპიული წვეთების შეკავების ხარჯზე, რომლის საშუალებითაც ვირუსი ვრცელდება.

თუ ბამბის ქსოვილის ტანსაცმელს მოვათავსებთ კარადაში, ერთი დღის შემდეგ, ის შეიძლება პირობითად ჩავთვალოთ COVID-უსაფრთხოდ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქსოვილის კვლევა, მაგრამ აუცილებელია გაირკვეს რა პირობებში ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს და როდის კვდება ვირუსი ყველაზე სწრაფად.