კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას აბრეშუმის ჭიის ცილისაგან დაამზადებენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას აბრეშუმის ჭიის ცილისაგან დაამზადებენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას აბრეშუმის ჭიის ცილისაგან დაამზადებენ
აბრეშუმის ჭიის მიერ გამომუშავებული ცილა შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ეფექტური ვაქცინის საფუძველი გახდეს. ეს არის კიუსიუს უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მეთოდი. ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსის ზედაპირზე არის  შ-პროტეინი. ის სამ-სამად ჯგუფდება და ქმნის ვირუსის ზედაპირისათვის დამხასიათებელ წვეტებს.  ეს წვეტები ეხმარება ვირუსს ადამიანის უჯრედის დასნებოვნებაში. მეცნიერები სწორედ ამ წვეტების ბლოკირების საშუალებებს ეძებენ.

იაპონელი ვირუსოლოგების ანგარიშში ნათქვამია, რომ აბრეშუმის ჭიის საშუალებით ისინი აპირებენ კორონავირუსის მსგავსი ხელოვნური პროტეინის შექმნას.

აბრეშუმის ჭიის სხეულში ნერგავენ კორონავირუსის გენური ინფორმაციაჩანერგილ ბაკულოვირუსს. ზოგადად, ბაკულოვირუსი მხოლოდ მწერებს ასნებოვნებს, მაგრამ უვნებელია ადამინებისთვის.
ჩანერგვიდან რამოდენიმე დღეში აბრეშუმის ჭიის სხეულში წარმოიქმნება ცილა, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსის შ-პროტეინს.

ცნობილია, რომ მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის ორ ტიპზე- საინექციო და პერორალურ ფორმაზე. მეცნიერების თქმით, მოქმედი აგენტის მიღების წარმოდგენილი მეთოდი დააჩქარებს და გააიაფებს ვაქცინის წარმოებას. ცხოველებზე ვაქცინის გამოცდა უნდა დაიწყოს მომდევნო წლის 31 მარტამდე.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
კრონავირუსული ინფექციის სხვადასხვაგვარი შემთხვევა გვხვდება - დაწყებული უსიმპტომოდან,
კორონავირუსით დასნებოვნებულ მძიმე პაციენტებში აღმოაჩინეს იმუნური სისტემაზე შეტევის განმახორციელებელი
ვარ სახლში, დამიდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, ვარ უსიმპტომო, შეიძლება თუ არა, რომ უცბად განმივითარდეს გართულება?
ცნობილია, რომ ზოგიერთებს, მიუხედავად კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნებისა, არ აღენიშნებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად