კორონავირუსის ახალი მუტაცია 8-ჯერ სწრაფად ასნებოვნებს ადამიანს და "უხილავია" იმუნური სისტემისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსის ახალი მუტაცია 8-ჯერ სწრაფად ასნებოვნებს ადამიანს და "უხილავია" იმუნური სისტემისათვის

რომ SARS-CoV-2 –ის ახალი მუტაცია ადამიანს 8-ჯერ სწრაფად ასნებოვნებს, ამასთან იმუნური სისტემა "ვერ ხედავს" მას და ძალიან გვიან და ნელ-ნელა იწყებს მასზე იერიშს. ექსპერტთა განცხადებით, დაავადებულთა უმეტესობას, ბოლო პერიოდში, სწორედ ეს შტამი აღენიშნება.

აშშ-ს მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და გამოავლინეს COVID-19-ის ახალი საშიშროება. როგორც ირკვევა, SARS-CoV-2 –ი შეიცავს წერტილოვან მუტაციას ცილაში D614G და მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ცვლილებას.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ნევილა სანჯანის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კვლევა და არცთუ დამამშვიდებელი შედეგები გამოაქვეყნეს. მათი დასკვნით- D614G  მუტაცია  არა მხოლოდ ორგანიზმში სწრაფად შეჭრაში ეხმარება კორონავირუსს, არამედ ცალკეულ ქსოვილებსა და უჯრედებში მის გავრცელებასაც ააქტივებს. განსაკუთრებულად მძიმედ შეიძლება დაზარალდეს ფილტვის, ღვიძლისა და ნაწლავების ქსოვილები. ახალი მუტაცია კორონავირუსს უფრო მდგრადსა და ამოუცნობს ხდის. შესაბამისად, ადამიანის იმუნური სისტემა გვიან და ნელ-ნელა იწყებს მასზე რეაგირებას და იერიშის მიტანას.

მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ D614G მუტაცია  პრაქტიკულად ყოველთვის შეჭიდულია სხვა, კერძოდ, P314L მუტაციასთან, რომელიც ცვლის ORF1ბ უბნის ფუნქციობას. ეს უბანი კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის რნმ-ის კოპირებისა და დასნებოვნებულ უჯრედებში  ვირუსის გამრავლებისათვის.

მეცნიერებმა შექმნეს კორონავირუსის "მულაჟები" მანათობელი უჯრედებით, დაამატეს  ცილა D614G. ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ  ვირუსის მუტაცია, საგრძნობლად ზრდის დასნებოვნების სიჩქარეს. ნაწლავის მანათობელი უჯრედების  რაოდენობა 2,5-ჯერ,  ფილტვის უჯრედების - 5-ჯერ, ხოლო ღვიძლის უჯრედთა რაოდენობა 8-ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, მუტაციამ დააქვეითა იმუნური სისტემის უნარი- ამოიცნოს და შეუტიოს კორონავირუსს. იმუნური სისტემის ფერმენტები ბევრად ნელა ანადგურებდნენ (შლიდნენ) სახეშეცვლილი (მუტირებული) ვირუსის გარსს.