კორონავირუსის ახალი მუტაცია 8-ჯერ სწრაფად ასნებოვნებს ადამიანს და "უხილავია" იმუნური სისტემისათვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კორონავირუსის ახალი მუტაცია 8-ჯერ სწრაფად ასნებოვნებს ადამიანს და "უხილავია" იმუნური სისტემისათვის

კორონავირუსის ახალი მუტაცია 8-ჯერ სწრაფად  ასნებოვნებს ადამიანს და "უხილავია" იმუნური სისტემისათვის
ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბიოღხივ, გამოქვეყნდა შრომა, რომელშიც აღნიშნულია,
რომ SARS-CoV-2 –ის ახალი მუტაცია ადამიანს 8-ჯერ სწრაფად ასნებოვნებს, ამასთან იმუნური სისტემა "ვერ ხედავს" მას და ძალიან გვიან და ნელ-ნელა იწყებს მასზე იერიშს. ექსპერტთა განცხადებით, დაავადებულთა უმეტესობას, ბოლო პერიოდში, სწორედ ეს შტამი აღენიშნება.

აშშ-ს მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და გამოავლინეს COVID-19-ის ახალი საშიშროება. როგორც ირკვევა, SARS-CoV-2 –ი შეიცავს წერტილოვან მუტაციას ცილაში D614G და მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ცვლილებას.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ნევილა სანჯანის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კვლევა და არცთუ დამამშვიდებელი შედეგები გამოაქვეყნეს. მათი დასკვნით- D614G 
მუტაცია  არა მხოლოდ ორგანიზმში სწრაფად შეჭრაში ეხმარება კორონავირუსს, არამედ ცალკეულ ქსოვილებსა და უჯრედებში მის გავრცელებასაც ააქტივებს. განსაკუთრებულად მძიმედ შეიძლება დაზარალდეს ფილტვის, ღვიძლისა და ნაწლავების ქსოვილები. ახალი მუტაცია კორონავირუსს უფრო მდგრადსა და ამოუცნობს ხდის. შესაბამისად, ადამიანის იმუნური სისტემა გვიან და ნელ-ნელა იწყებს მასზე რეაგირებას და იერიშის
მიტანას.

მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ D614G მუტაცია  პრაქტიკულად ყოველთვის შეჭიდულია სხვა, კერძოდ, P314L მუტაციასთან, რომელიც ცვლის ORF1ბ უბნის ფუნქციობას. ეს უბანი კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის რნმ-ის კოპირებისა და დასნებოვნებულ უჯრედებში  ვირუსის გამრავლებისათვის.

მეცნიერებმა შექმნეს კორონავირუსის "მულაჟები" მანათობელი უჯრედებით, დაამატეს  ცილა D614G. ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ  ვირუსის მუტაცია, საგრძნობლად ზრდის დასნებოვნების სიჩქარეს. ნაწლავის მანათობელი უჯრედების  რაოდენობა 2,5-ჯერ,  ფილტვის უჯრედების - 5-ჯერ, ხოლო ღვიძლის უჯრედთა რაოდენობა 8-ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, მუტაციამ დააქვეითა იმუნური სისტემის უნარი- ამოიცნოს და შეუტიოს კორონავირუსს. იმუნური სისტემის ფერმენტები ბევრად ნელა ანადგურებდნენ (შლიდნენ) სახეშეცვლილი (მუტირებული) ვირუსის გარსს.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე აღრმავებენ კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტების
ცინცინატის უნივერსიტეტის მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ დამცავი პირბადეები აბრეშუმისგან დავამზადოთ.
ამის თაობაზე საუბრობენ ესპანელი სპეციალისტები. მათი აზრით, დიდი ხანია ცნობილია,
ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსით
საფრანგეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 16 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პ
გამალეის სახელობის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის (სპუტნიკ-V) გამოცდა
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად