კორონავირუსის ცხოველმყოფელობა და გავრცელება არ არის დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსის ცხოველმყოფელობა და გავრცელება არ არის დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურაზე

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თბილი ან ცივი კლიმატი არ ახდენს გავლენას ვირუსის გავრცელების სიჩქარეზე. ამ დასკვნამდე მივიდნენ ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში CMAJ.

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსი გამოჩნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

მკვლევართათვის ცნობილი იყო, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი წარმატებით ვრცელდება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში ახალი დაავადებით ისევე იტანჯებიან, როგორც სამხრეთის რეგიონებში, თუმცა, მეცნიერებმა გადაწყვიტეს მაინც გადაემოწმებინათ ეს დადგენილება ფართომასშტაბურ მონაცემებზე. მათ შეისწავლეს SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელება 144 გეოპოლიტიკურ ზონაში- ავსტრალიის პროვინციებსა და შტატებში, აშშ-სა და კანადაში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მთლიანად ანალიზში მოექცა COVID-19-ის 375 ათასი დადასტურებული შემთხვევა. იმისათვის რომ შეეფასებინათ ეპიდემიის ზრდა, მკვლევარებმა შეადარეს 27 მარტისა და 27 ივნისის შემთხვევათა რაოდენობა, განსაზღვრეს სივრცის, ტემპერატურის, ტენიანობის, სკოლათა დახურვის, მასობრივი შეკრებების შეზღუდვის, სოციალური დისტანცირებისა და სხვა ფაქტორთა გავლენა ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებლებზე. ანალიზმა აჩვენა, რომ ტემპერატურა და ტენიანობა არ ახდენს გავლენას დაავადების გავრცელების ტემპებზე, მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ მეტისმეტად ცხელი ამინდი ასევე არ ახდენს გავლენას პანდემიის განვითარებაზე.

ვირუსის გავრცელების სიჩქარეზე არსებითი გავლენა მოახდინა საკარანტინო ღონისძიებებმა. ჯანმოს ექსპერტთა განმარტებით – "მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ზაფხულში ტემპერატურის მომატება ვერ შეამცირებს ვირუსის გავრცელების საშიშროებას, შესაბამისად, ეს უნდა გაითვალისწინონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება."