ამირან გამყრელიძე - პირველი შემთხვევა იყო, პანდემიის პირობებში ერონული გამოცდები და ჩვენ ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - პირველი შემთხვევა იყო, პანდემიის პირობებში ერონული გამოცდები და ჩვენ ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ

ერონული გამოცდები და მინდა გითხრათ, რომ წარმატებით ჩავაბარეთ ჩვენც ეს გამოცდა, არ გვქონია ინფექციის გავრცელება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებზე საზოგადოების თავშეყრა იყო, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუარესებულა.

"ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა ახალგაზრდობის. ძალიან კარგი პარტნიორობა იყო განათლების და ჯანდაცვის სექტორების და ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის. დიდი ხნით ადრე იყო სამუშაო ჯგუფი შექმნილი, რომელმაც განათლების ეროვნულ ცენტრთან ერთად დეტალურად გაწერა ყველა ეპიდსაწინააღმეგო ღონისძიება, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მშვიდ ვითარებაში ეროვნული გამოცდები, რომ მაქსიმალურად დაგვეზღვია ეპიდსიტუაციის გაუარესება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ ერთობლივად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სექტორმა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.