თენგიზ ცერცვაძე: როცა მთელ მსოფლიოში მატულობს შემთხვევების რიცხვი, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

თენგიზ ცერცვაძე: როცა მთელ მსოფლიოში მატულობს შემთხვევების რიცხვი, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას

თენგიზ ცერცვაძე: როცა მთელ მსოფლიოში მატულობს შემთხვევების რიცხვი, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ან არ იქნება, ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი კოვიდინფიცირებულების ოდენობა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

"ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, რაციონალურად და პროპორციულად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემდგომაზე, ის ან არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო
რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია თავის თავს უფლება მისცეს იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვანდ და კონსტრუქციულად", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ის კოვიდის მხრივ საქართველოში ეპიდსიტუაციას აფასებს, როგორც "ძალიან
კარგს".

"იმ სიტუაციაში, როცა მთელ მსოფლიოში იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი და ყოველდღე მყარდება ახალ -ახალი რეკორდი. ამ სიტუაციაში საქართველომ მიაღწია ახალი შემთხვევების მინიმიზაციას და შეინარჩუნა ეს მაჩვენებელი. ყველა აღიარებს, ენდიაი-ს კვლევის შედეგებიც დადებულა. საქართველოს ხელისუფლებამ და ექიმებმა დროულად მოახერხეს საპასუხო ღონისძიებების განხორციელება, რაც ვერ მოახერხა მსოფლიოში პრაქტიკულად ვერცერთი ქვეყნის მთავრობამ. მთავარია, რომ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მდგარდობა შეინარჩუნოს. საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიღწეული შედეგების მდგრადობაა. მატება ან არ იყო ან იყო მინიმალური. თან ეს მატებაც ლოკალიზებული იყო ერთ ადგილზე ან ტრაილერის მძღოლთა შორის. ერთადეთი გამოცდა, რომელსაც საქართველომ უნდა გაუძლოს და ვნახოთ გაუძლებს თუ არა, ეს არის საერთაშორისო ფრენების და ტურიზმის გახსნა. ყველა სხვა გამოწვევას გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი. რა იქნება საერთაშორისო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, ამის თქმა არ შეიძლება"- განაცხადა ცერცვაძემ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც თჰე Nეწ Yორკ თიმეს იტყობინება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეიძლება იმაზე უსაფრთხო იყოს,
ვუჰანის ბიოინჟინერიის ინსტიტუტში დაადგინეს, რომ პოპულარულ
პირველი შემთხვევა იყო და ჩვენც გამოცდილებას ვიღებდით, პანდემიის პირობებში როგორ ჩატარებულიყო ერთიანი
ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს კომპაქტური მოწყობილობა,
ლისაბონის მოლეკულური მედიცინის მკვლევარებმა შექმნეს დამცავი ნიღაბი, რომელსაც ეფექტურად შეუძლია
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყაროების შესახებ მარინა ეზუგბაია საუბრობს: ერთის წყარო
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად