18 ივლისიდან საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა მატების ტენდენცია შეინიშნება
5 გაჩიანიდან არის, 2 იმპორტირებულია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს.
"8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთ-ერთი აქედან არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1 სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა",- განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა.
22 ივლისს დაფისქირდა 24 ახალი შემთხვევა, 23 ივლისს კი 12 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. ყოველდღიურ შემთხვევათა გრაფიკი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო სტატისტიკის გვერდზეა განთავსებული, გვაჩვენებს, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლოა მეორე ტალღის საწყის ეტაპზე აღმოვჩნდეთ, ამიტომ ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, ნუ უგულებელვყოფთ ვირუსისგან თავდაცვის რეკომენდაციებს და ვიდრე მისი სამკურნალო თუ პროფილაქტიკური ეფექტური საშუალება გვექნება, ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ დაავადების გავრცელება ქვეყნის შიგნით.