უნიკალური ფილტრი რამდენიმე წამში ანადგურებს კორონავირუსს
ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფილტრი კლავდა ვირუსის ელემენტების 99,8%. ეს ფილტრი ასევე ანადგურებდა ციმბირის წყლულის 99,9%.
ფილტრის საფუძველს წარმოადგენს 200 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული ნიკელის ქაფი. რადგანაც კორონავირუსი 70 გრადუსზე იღუპება, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაცხელებადი ფილტრის შექმნა. ქაფი შესანიშნავად ატარებს ჰაერს, მოქნილია და ადვილად ცხელდება. თუ ქაფს გამტარებს შევუერთებთ, ტემპერატურის აწევა 250 გრადუსამდეა შესაძლებელი.
ავტორები იმედოვნებენ, აღნიშნული ფილტრის დანერგვას შენობების, თვითმფრინავების კონდიციონერებისა და გათბობის სისტემებში. თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ ვირუსზე სრულად გასამარჯვებლად მარტო ფილტრი საკმარისი არ იქნება. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება დახურულ სივრცეში ცირკულირებული ვირუსის კონცენტრაციის შემცირება.