კორონავირუსი დიდი ხანია არსებობს დედამიწაზე - ოქსფორდის ცენტრის დასკვნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსი დიდი ხანია არსებობს დედამიწაზე - ოქსფორდის ცენტრის დასკვნა

კვლევის შედეგად დაადგინა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 გასულ ზამთარში ვუჰანში მომხდარ ვირუსულ აფეთქებამდე იმყოფებოდა მიძინებულ მდგომარეობაში. მის გამოვლენას ხელი შეუწყო გარკვეულმა ბუნებრივმა ფაქტორებმა. ეს ეჭვქვეშ აყენებს იმ თეორიას, რომ მსოფლიო პანდემიის გამომწვევი ვირუსი წარმოადგენს ბიოლოგიური იარაღის ფორმას.

ექსპერტის განმარტებით, ვირუსი სხვადასხვა ქვეყანაში არსებობდა გარკვეული დროის განმავლობაში. ის  ჯერ კიდევ გასულ წელს გამოავლინეს ბარსელონაში. 2019 წლის დეკემბერში ვირუსი აღმოაჩინეს ტურინსა და მილანში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეულ მომენტამდე ვირუსი იყო მიძინებულ მდგომარეობაში და გარემო ფაქტორების ზეგავლენით გააქტიურდა.

ექსპერტი გვახსენებს გასული საუკუნის დასაწყისში "ისპანკას" გავრცელებას. 1918-1920 წლებში ამ ვირუსის შედეგად გარდაიცვალა დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი, ხოლო დაინფიცირდა დედამიწის ყოველი მესამე მაცხოვრებელი. ამასთან, დასავლეთ სამოას მოსახლეობის დაახლოებით 30% გარდაიცვალა "ისპანკის" ვირუსით, ისე, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ე.ი. ამ ლოკაციაზე ვირუსი უკვე არსებობდა.

"ვირუსი არსაიდან არ მოდის და არსად მიდის. ის ყოველთვის არის აქ და ზოგჯერ რაღაც იწვევს მის გააქტიურებას. შესაძლებელია ამის მიზეზი იყოს მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვე ან გარემო პირობები"-აღნიშნავს ექსპერტი.