ვირუსი, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის COVID-19 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსი, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის COVID-19

დაავადების – COVID-19-ის პანდემიას ებრძვის. პლანეტა არნახული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა! ახალი ვირუსი ისე სწრაფად გავრცელდა და ისეთი მასშტაბები მოიცვა, რომ მის წინააღმდეგ ზესახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემაც კი უძლური აღმოჩნდა!

ყველაფერი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთიდან დაიწყო! ქალაქ უჰანში (ჰუბეის პროვინცია) დაფიქსირდა უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის აფეთქება. 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ 44 პაციენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმე იყო. 9 იანვარს ერთი პაციენტი გარდაიცვალა; აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პაციენტს მუცლის ღრუს სიმსივნე და ღვიძლის ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, ამის გამო, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მაინც დაუდგენელი დარჩა და ცალსახად პნევმონიას ვერ მიეწერება.

თუმცა, ახალმა ვირუსმა, გამოწვეული პნევმონიების, სუნთქვის უკმარისობისა და სხვა გართულებათა გამო, ბევრი ადამიანი იმსხვერპლა.

სპეციალისტთა განცხადებით, პნევმონიის აფეთქების მიზეზი კორონავირუსების ოჯახის ვირუსის ერთ-ერთი შტამია. ამ უკანასკნელს უწინ ადამიანებთან ვერ ნახულობდნენ. ჩინეთში პაციენტებს სწორედ ეს ვირუსი დაუფიქსირდათ, ამ ეტაპზე კი მთელი მსოფლიო სწორედ ამ ვირუსს ებრძვის!

რა არის ცნობილი ახალ ვირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) ექსპერტთა განცხადებით, ჩინელმა სპეციალისტებმა დაავადების გამომწვევი მიზეზის დასადგენად თავიდანვე გამორიცხეს სხვა ვირუსები, მათ შორის, გრიპის ვირუსი და ადენოვირუსი.

სპეციალისტებს თავიდანვე არ ასვენებდათ კითხვა, ნამდვილად გამოყოფილი კორონავირუსია ამ პნევმონიებისა და ლეტალური შემთხვევების მიზეზი თუ არა? დღეს ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია! მსოფლიოს კორონავირუსის ერთ-ერთი მუტირებული (სახეშეცვლილი, მუტაციაგავლილი) შტამი – SARS-COV-2 უტევს!

კორონავირუსები XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ცნობილი, ფართოდ გავრცელებული, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი ვირუსებია. მათ სახელი დაერქვათ ზედაპირზე არსებული გვირგვინისმაგვარი წანაზარდების გამო. თურმე, კორონავირუსები ე.წ. გაციებათა 10-15%-ზეა პასუხისმგებელი, ანუ იწვევს ზედა სასუნთქი გზების მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ინფექციას, თუმცა, შეიძლება ისეთი დაავადებების მიზეზიც გახდეს, როგორებიცაა ბრონქიტი და პნევმონია.

მეტიც, კორონავირუსის ზოგიერთი შტამი სერიოზულ პნევმონიებს იწვევს, კერძოდ:

  • მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს, რომელსაც ხშირად უწოდებენ „ატიპურ პნევმონიას“ (SARS – severe acute respiratory syndrome). ამ დაავადების აფეთქება პირველად 2002-2003 წლებში ჩინეთში მოხდა. შAღშ-მა მოიცვა რამდენიმე ქვეყანა და ავადობის შემცირების პერიოდისათვის (2003 წლის ზაფხული) დაიღუპა დაახლოებით დაავადებულთა 10%.
  • ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS – Middle East respiratory syndrome). ეს ინფექცია პირველად დიაგნოსტირდა საუდის არაბეთში 2012 წელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ სინდრომით დაავადებულთა 35% გარდაიცვალა.

საყურადღებოა, რომ კორონავირუსების მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს ადამიანთა შორის. ეს ვირუსები ძირითადად ცხოველებს აავადებს. ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს იწვევს ვირუსი, რომელიც გადაეცემა ერთკუზიანი აქლემებიდან, მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს კი – ვირუსი, რომელიც გადაეცემა ვივერებიდან (ვივერა, იგივე ცივეტა, ციბეტა, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში გავრცელებული ძუძუმწოვარა ცხოველია).

მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის გზებიც კი დაადგინეს

მოლეკულური ბიოლოგიის მკვლევარებმა ჩინეთიდან გაარკვიეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს, რომელიც გახდა ახალი COVID-19-ის პანდემიის მიზეზი მსოფლიოში, შეუძლია ადამიანის უჯრედებში შეიჭრას არა მხოლოდ ACE2 რეცეპტორით, არამედ სხვა გზითაც, კერძოდ, უჯრედის მემბრანული მოლეკულის სხვა ცილოვანი „წანაზარდით“ – CD147-ით. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბიოღხივ.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ორგანიზმში შესაჭრელად ეს ვირუსი იყენებს ACE2 რეცეპტორს. თუმცა, იმის გამო, რომ ეს რეცეპტორი უხვად გვხვდება გულის, თირკმელებისა და სასქესო ორგანოთა უჯრედებში, ამ რეცეპტორით ვირუსთან ბრძოლა დააზიანებს აღნიშნულ ორგანოებს. ჩვენ გამოვყავით კიდევ ერთი ცილა, კიდევ ერთი რეცეპტორი მოლეკულისა, რომელზეც ასევე მიაქვს ახალ ვირუსს იერიში. ეს რამდენადმე აფართოებს ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობათა არსენალს“ – აცხადებენ მეცნიერები.

SARS-COV-2 ვირუსი, რომელმაც ჩინეთსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პნევმონიის აფეთქება გამოიწვია, ადამიანის ფილტვის უჯრედებში სწორედ ACE2 რეცეპტორებით იჭრება. ამ ცილებით უხვად არის დაფარული ალვეოლების უჯრედები. აღნიშნული ცილოვანი წარმონაქმნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შAღშ ინფექციის, ერთ-ერთი მეტად საშიში ვირუსული პათოლოგიის (ატიპური პნევმონიის) გამომწვევის ცხოველმყოფელობაშიც.

მეოთხე სამხედრო-სამედიცინო უნივერსიტეტის ჩინელმა მეცნიერებმა (სიანში) და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა (პეკინში) გაარკვიეს, რომ COVID-19 ინფექციის გამომწვევი, ადამიანის ფილტვებში შესაჭრელად, სულ მცირე, კიდევ ერთ ცილოვან რეცეპტორს – CD147 იყენებს.

ამ მიგნებით მეცნიერებს გაუადვილდებათ ვირუსთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება!

მედიკოსთა განცხადებით – სავარაუდოდ, COVID-19 ინფექცია ფილტვების ფიბროზს იწვევს, პნევმონიაგადატანილებს სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანო – შემაერთებელქსოვილოვანი ზოლებით აქვთ დაფარული, რაც აფერხებს ფილტვების სრულფასოვნად ფუნქციობას.

როგორია კორონავირუსული ინფექციის კლინიკა

COVID-19 ინფექცია ზოგიერთთან მსუბუქად ვლინდება, ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, შეიძლება გამოხატული იყოს მსუბუქი კატარულ მოვლენები (ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირცემინება), ზოგის ორგანიზმში კი SARS-COV-2 ვირუსი სწრაფად ვრცელდება ქვემო სასუნთქ გზებში და რთულდება პნევმონიით, არის დიარეის შემთხვევებიც.

საზოგადოდ, შAღშ-კორონავირუსები ვრცელდება: ჰაერ-წვეთოვანი, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო და ორალურ-ფეკალური გზებით. ინკუბაციური პერიოდი 2-დან 5 კვირას მოიცავს. ინფექციაგადატანილის იმუნიტეტი სათანადოდ არ არის შესწავლილი.

ბევრჯერ აღინიშნა, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია უპირველესად ქრონიკულად მოავადე, სუსტი იმუნური სისტემის მქონე და ასაკოვანი ადამიანებისთვისაა საშიში, რადგან გართულებებისა და ლეტალური შედეგების რისკი მკვეთრად იზრდება პაციენტის ასაკთან ერთად. ამასთან, ვირუსის გამავრცელებლები შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც ბავშვები, ასევე ახალგაზრდა პირები. ინფიცირებულთა ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება, მიუხედავად ამისა, ასეთი პირები მაინც დიდ საშიშროებას ქმნიან ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით.

სუნ იატსენის უნივერსიტეტის (ქალაქი ჩჟუნშანი, ჩინეთი) მეცნიერებმა შეისწავლეს COVID-19 ინფექციის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელების თავისებურებები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პათოგენის გადაცემისათვის ყველაზე იდეალურია 35-50% ტენიანობა და 5-დან 8,72 გრადუსამდე ტემპერატურა, ხოლო ტემპერატურის მატების კვალად, ინფექციის გავრცელების აქტივობა იკლებს.

როგორ ავირიდოთ კორონავირუსული ინფექცია

კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მკურნალობა ამ ეტაპზე არ არსებობს! პაციენტებს ენიშნებათ სიმპტომური და ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპია! COVID-19 ინფექციის ასარიდებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) ექსპერტები გვირჩევენ – დავიცვათ ინფექციათა პროფილაქტიკის ელემენტარული წესები:

  • რეგულარულად და ხარისხიანად დავიბანოთ ხელები;
  • გამდინარე წყლით ხარისხიანად გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული, კარგად მოვხარშოთ კვერცხი და ხორცი ამა თუ იმ კერძის მომზადებისას;
  • მოვერიდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხველა და ცხვირცემინება აღენიშნებათ;
  • დავიცვათ დისტანცირება, ვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.