კორონავირუსი - შტამი: 2019-nCoV - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსი - შტამი: 2019-nCoV

ინკუბაციის პერიოდი: 2-14 დღე.

დიაგნოსტიკა: ლაბორატორიული კვლევები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავსვათ გრიპის ვირუსის კონკრეტული შტამის დიაგნოზი 100%-იანი სიზუსტით. მხოლოდ სიმპტომების მიხედვით დასმული დიაგნოზი მკითხაობაა და მეტი არაფერი. ასე რომ, თუ რამეში ეჭვი შეგეპარათ, მიაკითხეთ ლაბორატორიას.

ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა ჰაერში და საგნებზე: 4-8 საათი.

გრიპის ვირუსი ცოცხალი ორგანიზმის გარეთ მაქსიმუმ 8 საათს ძლებს. რის შემდეგაც, გარემოში არსებული მისთვის არახელსაყრელი პირობების გამო, იღუპება. ასე რომ, ჩინეთიდან გამოწერილი ნივთებიდან ვირუსის გადადების შანსი ნულია.

ასევე ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ ბანანებში სპეციალურად შეჰყავთ ვირუსი და საქართველოში ყიდიან. უნდა გითხრათ, რომ გრიპის ვირუსი ბანანში და ხილ-ბოსტნეულში ვერ ცოცხლობს. ამიტომ უშიშრად მიირთვით ბანანი, რამდენიც გნებავთ.

სტატისტიკა: ამ წუთისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით: (25 თებერვალი 2020წ.):

1. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი: 80 000. აქედან 30 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ნუ შეგაშინებთ პირბადიანი ჩინელების დანახვა ტელევიზორსა თუ ქუჩაში. მათ ეს პირბადეები თავდაცვის გამო უკეთიათ და არა იმიტომ, რომ ვირუსი აქვთ.

ევროპაში ფიქსირდება რამდენიმე ასეული შემთხვევა: ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იტალიაში.

2. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 2700-ზე მეტია.

გარდაცვლილთა უმეტესი წილი მოდის ხანდაზმულ (70 წელს გადაცილებულ) და სუსტი/არაჯანმრთელი იმუნიტეტის მქონე ადამიანებზე.

3. ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი: 2-3 (რაც ნიშნავს, რომ 1 დაავადებული ადამიანისგან ინფიცირდება დაახლოებით 2-3 ადამიანი და არა ნახევარი პლანეტა).

ჩვეულებრივი სეზონური გრიპის გავრცელების კოეფიციენტი 1.3-ია. ანუ არც ისე ცუდად ყოფილა საქმე.

4. გარდაცვალების კოეფიციენტი ცვალებადობს საერთო მონაცემების კვალდაკვალ და სადღეისოდ არ აღემატება 3%-ს (ანუ დაახლოებით 3 ადამიანი ყოველ 100 ვირუსით დაინფიცირებულზე). იანვარში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო.

2012 წელს გავრცელებული ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის გარდაცვალების კოეფიციენტი 34.4% იყო და გადავრჩით. ანუ აქაც არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც გვგონია.

ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის გართულებების შედეგად მსოფლიო მასშტაბით ყოველ წელს დაახლოებით 290,000-650,000 ადამიანი კვდება, ანუ დღეში 795-1,781 ადამიანი. როგორც ხედავთ, მაჩვენებელი ბევრად აღემატება უჰანის ვირუსის შესაბამის მაჩვენებლებს.

5. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეპიდემიის პიკმა ჩინეთში უკვე გადაიარა და ვირუსის გავრცელება თანდათან შეჩერდება – გავრცელების კოეფიციენტი კლებას დაიწყებს.

ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა მიდის გამალებული მუშაობა მის შესაქმნელად. ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ვაქცინა უკვე შექმნილია და ახლა მისი გამოცდაღა დარჩა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მკურნალობა

საზოგადოდ, გრიპის ვირუსის კონკრეტული სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს და როგორც წესი, სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლება. ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციებისთვისაა და გრიპის ვირუსს არ კლავს! ბაქტერია და ვირუსი ერთი და იგივე არ არის! ასე რომ, მოეშვით პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების მიღებას! თქვენ ამით საკუთარ ორგანიზმს უდიდეს ზიანს აყენებთ!

პროფილაქტიკა

ნებისმიერი გრიპის ვირუსი იოლი გადასატანია მათთვის, ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს. ასე რომ, მიიღეთ ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები. ხშირად დაიბანეთ ხელები და გამოიყენეთ ხელების ალკოჰოლური საწმენდი საშუალებები. ხშირად გააანიავეთ ბინა თუ ოფისები.

საპანიკოდ ნამდვილად არ არის საქმე. დაწყნარდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, იკვებეთ, იცხოვრეთ ჯანსაღად და განაგრძეთ ყოველდღიური ცხოვრება.