პანდემიისას მრავალჯერადი ნივთების გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანდემიისას მრავალჯერადი ნივთების გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებულია

18 ქვეყნის 100-ზე მეტმა ექიმმა მოაწერა განცხადებას ხელი, რომელშიც საუბარია, COVID-19-ის პანდემიის დროს მრავალჯერადი საგნების უსაფრთხო გამოყენების შესახებ. ეპიდემიოლოგები, ვირუსოლოგები, გადაუდებელი დახმარების ექიმები, ასევე Greenpeace-ის ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ჰიგიენის წესების დაცვის შემთხვევაში, შეიძლება მრავალჯერადი საგნების გამოყენება ისე, რომ არ გვეშინოდეს COVID-19 ვირუსით დასნებოვნების.

ერთჯერადი ნიღბები და ხელთათმანები ნამდვილად აუცილებელია COVID-19-ის ვირუსის შესაჩერებლად. მაგრამ პირველ რიგში ისინი გათვალისწინებულია ჯანდაცვის მუშაკებისათავის. მათთვის საჭიროა უტილიზაციის განსაკუთრებული სისტემა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, მეცნიერები და ექიმები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოითხოვენ:

  • დაცულ იქნას სანიტარული ნორმები საზოგადოებრივი კვებისა და საცალო ვაჭრობის სფეროში. მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის მოხმარება უნდა რეგულირდებოდეს მკაცრი სანიტარული ნორმებითა და წესებით. ცხელი წყლით ჭურჭლის რეცხვა და დამატებითი დეზინფექცია სრულიად საკმარისია ვირუსისაგან თავდასაცავად.
  • კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, გამოყენებულ იქნას დამატებითი ჰიგიენური ნორმები. მრავალჯერადი საგნები დეზინფიცირების შემდეგ ისევე უვნებელია, როგორც ერთჯერადი.
  • მომხმარებელთა მომსახურება განხორციელდეს უკონტაქტო მეთოდით. მომსახურების მეთოდი, რომლის დროსაც მომხმარებლის  მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი არ შეეხება კაფეს ან მაღაზიის ზედაპირებს, რაც მაქსიმალურად დაიცავს მომსახურე პერსონალს  COVID-19 ვირუსისგან.
  • მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, უნდა შემცირდეს მომხმარებელთა რაოდენობა კვების დაწესებულებებში და დაცულ იქნას სოციალური დისტანცია.

Greenpeace გამოდის ინიციატივით რათა შეიქმნას მოსახლეობიდან სამედიცინო ნარჩენების შეგროვების ნაციონალური სისტემა.