ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული მატების შესახებ განაცხადა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული მატების შესახებ განაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დასნებოვნებულთა საერთო რიცხვი გაიზარდა 8,7 მილიონამდე. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დასნებოვნებულია 8,9 მილიონი ადამიანი.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა (116 ათასზე მეტი) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააფიქსირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. აშშ-ს ზოგიერთ შტატში დღეღამეში დასნებოვნებულთა რეკორდული ციფრი დაფიქსირდა (კალიფორნიაში 21 ივნისს გამოვლინდა 4,5 ათასი ახალი შემთხვევა, რაც მარტიდან მოყოლებული მაქსიმალური რიცხვია).

21 ივნისის მონაცემებით, ბრაზილიაში დაავადებულების რიცხვს 17,4 ათასი ადამიანი მიემატა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

კორონავირუსის ახალი აფეთქება პეკინში ივნისში დაიწყო. დაავადება აღმოუჩინეს საბითუმო ბაზრის "სინფადის" ორ თანამშრომელს, რის შემდეგაც ბაზარი დაკეტეს, ხოლო ფენტაის რაიონში, სადაც ბაზარია განთავსებული, შემოიღეს "სამხედრო მდგომარეობა".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 19 ივნისს განაცხადა, რომ მსოფლიო შევიდა კორონავირუსის პანდემიის "ახალ და საშიშ" ფაზაში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოებმა ფოკუსირება უნდა მოახდინონ მოსახლეობის ტესტირებაზე, დასნებოვნებულების იზოლაციასა და დაავადებულების მკურნალობაზე.