ექსპერტები COVID-19-ის მიმართ ანტისხეულებზე ტესტირების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებენ
კორონავირუსით დასნებოვნებული ადამიანების მხოლოდ 10% აქვს ანტისხეულები. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა უმრავლესობის ტესტირება ანტისხეულების არ არსებობას აჩვენებს. ამიტომ ანტისხეულების მასობრივ შემოწმებას აზრი არ აქვს.
პროფესორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პათოგენთან საბრძოლველად იმუნური სისტემა სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს. ასე მაგალითად, პათოგენის ანტიგენთან მიერთებული ანტისხეული, "მონიშნავს" კორონავირუსს იმუნური უჯრედებისთვის, რომელთა ამოცანაც პათოგენის დაშლაა. იმუნური სისტემა იმახსოვრებს ანტიგენს, ამიტომ როდესაც ადამიანი ისევ ექვემდებარება აღნიშნული ანტიგენის ზემოქმედებას, იმუნური სისტემა სწრაფად გამოიმუშავებს ანტისხეულებს.
მაგრამ ზოგჯერ, ძირითადი აქტიური როლი ენიჭებათ იმუნურ Т-უჯრედებს. ისინი ერთდროულად კლავენ ვირუსს და ასტიმულირებენ სხვა იმუნური უჯრედების ანტივირუსულ აქტივობას. არსებობს იმის საფუძველი, რომ ანტისხეულები ხშირად გამოუმუშავდებათ ხანდაზმულ ადამიანებს.
პროფესორი დარწმუნებულია, რომ არასოდეს იქნება პანდემიის მასშტაბების გაზომვის შესაძლებლობა. ასევე შეუძლებელი იქნება იმ პირების გამოვლენა, ვისაც ჰქონდა შეხება კორონავირუსთან და გააჩნია დაცვა.