პანდემიამ მრავალი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეარყია
ეპიდემიის ფონზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა მძიმე დეპრესიის შემთხვევები.
დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიიისა და ესპანეთის მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლიეს მოხალისეების ჯგუფის ფსიქიკური მდგომარეობა. ფსიქიკური მოშლილობის სიმპტომების გამოსავლენად, სპეციალური ანკეტის საშუალებით ჩაატარეს გამოკითხვა.
დასაწყისისთვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მოსახლეობაში მძიმე დეპრესიის შემთხვევები 1%-ზე მეტი არ იქნებოდა, მაგრამ პრაქტიკულად 5% აღმოჩნდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიმდეც და ახლაც ფსიქოთერაპევტების დეფიციტია, სიტუაცია შეიძლება დამძიმდეს. მეცნიერების აზრით, საკარანტინე შეზღუდვების შედეგები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შესამჩნევი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება.