უძლებს თუ არა კორონავირუსი სიცხეს - რას ამბობენ მეცნიერები
მეცნიერებმა გააანალიზეს აშშ-ში COVID-19-ით ავადობის მაჩვენებელი 2020-ის გაზაფხულის პერიოდში. კორონავირუსის გავრცელების შემაფერხებელ ფაქტორებად დასახელდა ჰაერის ტემპერატურა, ულტრაიისფერი გამოსხივება, ტენიანობა და სხვა მაჩვენებლები.
როგორც გამოვლინდა, 10 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში ინფექციის გავრცელება ფერხდებოდა.
სპეციალისტებმა მოახდინეს სხვადასხვა ტემპერატურული დიაპაზონის მოდელირება და შეამოწმეს თითოეულ მათგანზე კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობა: -1-დან -4-მდე, 4-დან 10-მდე, 10-დან 16-მდე და 16 გრადუსზე მეტი. მონაცემების მიხედვით, გავრცელების ყველაზე დაბალი სიხშირე აღინიშნებოდა ტემპერატურის 10 გრადუსამდე მომატებისას და მის მომატებამდე 5 დღით ადრე. დასნებოვნების ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდებოდა იმ დღეები, როდესაც ტემპერატურია 0 გრადუსს არ აღემატებოდა.
მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ შედარებით მაღალი ტემპერატურისას (10 გრადუსზე მაღალი), ვირუსი უფრო ცოტა ხანს რჩება სიცოცხლისუნარიანი. SARS-CoV-2 -ის ნაწილაკები ინაქტივაციას განიცდიან ასევე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. დანარჩენი ფაქტორები, როგორიცაა ჰაერის ტენიანობა, პრაქტიკულად არ მოქმედებს COVID-19-ის გავრცელებაზე.