მეცნიერების აზრით, დღევანდელი პანდემია ბოლო არ იქნება
გაარკვიონ, საიდან ჩნდება ახალი ინფექციური დაავადებები და მოახდინონ ადამიანებისთვის საშიში ახალი ეპიდემიების პროგნოზირება.
ბრიტანელმა ბიოლოგებმა შეისწავლეს სად და როგორ გარემოებებში გაჩნდა მედიცინისთვის მანამდე უცნობი საშიში დაავადებები. ძირითადად ადამიანები ინფიცირდებოდნენ გარეული ცხოველებიდან და შემდგომში იმუნიტეტისა და ახალ ინფექციებთან ბრძოლის საშუალებების არ არსებობის შედეგად ის ვრცელდებოდა ხანძრის სიჩქარით.
ბოლო 20 წლის განმავლობაში სამყარო ექვს მსხვილ დაავადებას შეეჩეხა: შAღშ, MEღშ, ებოლა, ქათმის გრიპი, ღორის გრიპი და კოვიდ-19. ინგლისელი ბიოლოგების აზრით ეს არ იქნება ბოლო პანდემია. ამიტომ მნიშვნელოვანია გარეული ცხოველების დაავადებების დეტალური შესწავლა.
ბევრი სპეციალისტი მიუთითებს, რომ ტყეების გაჩეხვა და გარეული ფაუნის საცხოვრებელ ადგილებში შეჭრა, ხელს უწყობს დაავადებების ცხოველებიდან ადამიანზე გადაცემის გახშირებასა და დაჩქარებას. ცხადია ეს არ არის დაავადებების გავრცელების ერთადერთი მიზეზი.
მეცნიერების განცხადებით, რისკის ზონებია იქ, სადაც წაშლილია ზღვარი ადამიანთა და ბუნების სამყაროს შორის. ტყისა განაპირა მიდამოები და ბაზრები, სადაც გარეული ცხოველებით ვაჭრობენ, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახალი დაავადებების მუდმივი მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც თითქმის იდეალური ვითარებაა შექმნილი პანდემიის აღმოსაცენებლად და ეს მოხდება მანამ, სანამ ადამიანი უხეშად ჩაერევა ველური ბუნების სამყაროში.
ინგლისელი ბიოლოგები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კრიზისი მსოფლიოს დააფიქრებს იმაზე თუ რა რესურსს მოვიხმართ და როგორ მოქმედებს ეს ბუნებაზე.