ბრაზილია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრაზილია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა

სამხრეთ ამერიკის უმსხვილეს ქვეყანაში რეკორდული ტემპებით იზრდება არა მარტო სიკვდილიანობის, არამედ ინფიცირებულების რაოდენობაც და ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან 600-ათასიან ზღვარს გადააჭარბა.

ზოგადად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ძირითად ეპიცენტრად იქცა: პერუ დასნებოვნებულთა რაოდენობით გერმანიას მიუახლოვდა, ინფექციის გავრცელების მაღალი ტემპებია ჩილეში. ბრიტანეთი და აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს აბოსულუტური ლიდერები არიან.

ახალი შემთხვევების დღეღამური მაჩვენებლის მორიგ რეკორდულ მატებაზე პარასკევს ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა.

ინფექციის მაღალი ტემპებით გავრცელების გამო, ქვეყანა შეიძლება მეშვიდედან მეხუთე ადგილზე გადავიდეს დასნებოვნებულთა რაოდენიბის მიხედვით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით დასნებოვნდა 6,5 მილიონზე მეტი ადამიანი, თითქმის 383 ათასი გარდაიცვალა.