ბილ გეიტსს აწუხებს შეშლილი იდეების არსებობა ჩიპირებასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე
მეუღლესთან მელინდასთან ერთად დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს. ამის გამო მან მარტში დატოვა კომპანიის დირექტორთა საბჭო.
ფონდი აფინანსებს სხვადასხვა სამედიცინო პროგრამებს, მათ შორის Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასაც. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გეიტსი გახდა შეთქმულების თეორიის გმირი. მთელ მსოფლიოში არსებობენ იმ აზრის მხარდამჭერები, რომ დაავადება მისი ხელშეწყობით გაჩნდა და გავრცელდა.
მათ მიაჩნიათ, რომ მილიონობით ადამიანისთვის მიკროჩიპების ჩანერგვით, მილიარდერს სურს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება.
ბილ გეიტსის თქმით, მისი ამოცანაა 7,4 მილიარდი დოლარის შეგროვება ვაქცინის შესაქმნელად, რადგანაც დღეს ვაქცინის მნიშვნელობა როოგორც არასდროს ისეთი თვალნათელია. ბილ გეიტსის სურვილია, რომ GAVI-ის (ბილი და მელინდა გეიტსის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ვაქცინაციის და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი) საშუალებით მოხდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება განვითარებადი ქვეყნებისათვის.
ბილ გეიტსის თქმით, ვაქცინა პირველებმა უნდა მიიღონ სამედიცინო სფეროს თანამშრომლებმა იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემია გრძელდება. ასევე პოლიციელებმა და ექსტრემალური რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა. თუ ვაქცინა ეფექტური იქნება ხანდაზმულ ადამიანებში, მას გადააგზავნიან მოხუცებულთა სახლებში, ციხეებში, თავშესაფრებში და მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს ყველას, ვინც რისკის ქვეშ იმყოფება.
ბილ გეიტსი შეთქმულების თეორიისა და ანტიმეცნიერული გამონათქვამების შესახებ საუბრისას, აღნიშნავს, რომ ეს ადამიანებს შორის შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. "ვაქცინის გამოჩენის შემთხვევაში შევძლებთ მოსახლოების 80%-ის ვაქცინაციას და ჯგუფური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. მაგრამ თუ ადამიანები არ მოისურვებენ ვაქცინის გაკეთებას, დაავადებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება"- ამბობს ბილ გეიტსი.