სისხლის ჯგუფი და კორონავირუსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის ჯგუფი და კორონავირუსი

ანალიზმა აჩვენა, რომ მეორე ჯგუფის სისხლის მქონე პირები COVID-19-ის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან და უფრო ხშირად ხვდებიან მძიმე ინფექციის გამო საავადმყოფოში. პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანების ინფიცირების რისკი უფრო დაბალია. ამის მიზეზი განსაკუთრებული მუტაციაა. კილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაშიფრეს კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმის გამო საავადმყოფოში მოხვედრილი ესპანეთის და იტალიის 1980 მოქალაქის გენომი.

მკვლევარებმა შეადარეს ამ პაციენტების გენებში მუტაციის ნაკრები. გამოყვეს 8,5 მილიონზე მეტი გენეტიკური ვარიაცია. მათი არსებობა შეეცადეს დაეკავშირებინათ კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის ხასიათსა და ინფიცირების რისკთან. აღმოჩნდა, რომ დასნებოვნების ალბათობასა და დაავადების ხასიათზე ორი მუტაცია მოქმედებდა. პირველი ეხებოდა SLC6A20 გენსა და მესამე ქრომოსომას. ხოლო მეორე სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელ გენსა და მეცხრე ქრომოსომას. პირველი მუტაცია ზრდის ინფექციის მძიმე ფორმის რისკს დაახლოებით 1,77-ჯერ, ხოლო მეორე მუტაცია დასნებოვნების ალბათობას 1,32-ჯერ ზრდიდა.

ცნობილია, რომ SLC6A20 გენი პირდაპირაა დაკავშირებული ACE2 რეცეპტორების მუშაობასთან. სწორედ აღნიშნულ რეცეპტორებს იყენებს კორონავირუსი ადამიანის უჯრედში შესაღწევად. მეცხრე ქრომოსომაში მუტაცია ჩვეულებრივ ზრდის სისხლის შედედებას. ეს კი, ცნობლია, რომ იწვევს COVID-19-ით დაავადებული პაციენტების გარდაცვალებას. მეცნიერების თქმით, ასეთი მუტაციები უფრო ხშირად აღინიშნებოდა მეორე ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში.