პანდემიამ ბელარუსში აღლუმი ვერ შეაფერხა! - როგორია მისი შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანდემიამ ბელარუსში აღლუმი ვერ შეაფერხა! - როგორია მისი შედეგები

მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ არ შეზღუდა თავისი მოქალაქეები, ზოგს საერთოდაც არ შემოუღია აკრძალვები. მაგალითად, ბელარუსში არ ყოფილა კარანტინი, მეტიც, ლუკაშენკომ ახალ კორონავირუსს "ფსიქოზი" უწოდა და აქტიურად გამოდიოდა ყოველგვარი შეზღუდვის წინააღმდეგ.

მან ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მინსკში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მაინც გაიმართებოდა. ის ვერ ხედავდა ღონისძიების ჩაშლის  მიზეზს. მიუხედავად ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) ექსპერტებისა და ექიმების გაფრთხილებებისა, ბელარუსის მთავრობამ მაინც გადაწყვიტა აღლუმის გამართვა, რადგან მისი აზრით, ეს ბელარუს ხალხს ზიანს არ მოუტანდა.

ცნობისათვის, ბელარუსი იყო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის ფონზე  ასეთი მასშტაბური ღონისძიება  ჩაატარა. აღლუმის გარდა მთავრობამ ქალაქის ცენტრში საზეიმო კონცერტიც  გამართა. ამ წელს სხვა წლებთან შედარებით ბევრად ნაკლები ადამიანი დაესწრო ღონისძიებას, დაახლოებით 15 ათასი. ცნობილია, რომ 2015 წელს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს 600 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

მარტში, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანაში კარანტინი იყო გამოცხადებული, ბელარუსში  ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე კარგი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა - 150 დაავადებული და არცერთი გარდაცვლილი.  აპრილში ეს მაჩვენებელი 47,5-ჯერ გაიზარდა და 351-დან 16 755-ს მიაღწია.

ექსპერტ-მიმომხილველებს აინტერესებდათ, რა გავლენა იქონია აღლუმმა დაავადებულთა მაჩვენებელზე. "ორ კვირაში დაინფიცირებულთა რიცხვმა არც ისე მოიმატა, 11 584-დან 13 225-ს მიაღწია, სიტუაცია კონტროლზეა! - აცხადებს ლუკაშენკო.