მიუხედავად საგანგაშო ვითარებისა, აზია კარანტინიდან გამოდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიუხედავად საგანგაშო ვითარებისა, აზია კარანტინიდან გამოდის

სამხრეთ კორეის, სინგაპურისა და ტაივანის წარმატება ხომ სამაგალითო გახდა მთელი მსოფლიოსთვის.

მაისის შუა პერიოდში ისე ჩანდა, თითქოს ვირუსის კერამ დასავლეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა. თუმცა, კარანტინის დასასრულმა აზიის იმ ქვეყნებში, რომლებმაც პირველად იწვნიეს ვირუსის გავრცელებისა და დაავადების ტალღა, რეგიონში მძიმე სიტუაცია განაპირობა.

ამ კვირაში სამხრეთ კორეიდან საგანგაშო ინფორმაციები გავრცელდა - ქვეყანაში დარეგისტრირდა დაავადებულთა რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 2 თვის მანძილზე. დაინფიცირებულთა რიცხვმა დღე-ღამეში 79 შეადგინა. თითქმის ყველა დაავადებული ცხოვრობს სეულში და მის გარეუბნებში. ამ ტერიტორიებზე მოდის ქვეყნის 51-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი. დასნებოვნების ასეთ სტატისტიკას ქვეყნის მთავრობა კარანტინის შემდეგ ბარების, კარაოკეს, ღამის კლუბებისა და სხვა დაწესებულებათა გახსნას უკავშირებს. ყველა ეს დაწესებულება თავიდან დაიხურა.

სამხრეთ კორეის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე პარკების, მუზეუმებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი სივრცეების ორი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფექციის ახალი აფეთქების გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა ასეულობით სასწავლებელში მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო სკოლებსა და კომპიუტერულ კლუბებს ასევე მიეცათ რეკომენდაციები, დროებით შეაჩერონ მუშაობა.

პარალელურად იზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი აზიის ორ უდიდეს ქვეყანაში -ინდოეთსა და ინდონეზიაში, რომლებიც მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით, შესაბამისად, მეორე და მეოთხე ქვეყნებია.

ინდოეთში, ოფიციალურად, ჩოვიდ-19-ის 160 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, დაავადებულთა რიცხვი, სამწუხაროდ, კვლავ იზრდება. პარასკევს, მთავრობამ ახალ რეკორდზე გააკეთა განცხადება - დღე-ღამეში 6500 ანალიზი გამოვლინდა დადებითი.

ინდოელმა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს საშინელი კადრები, მუმბაის გადავსებული კლინიკები, სადაც პაციენტებს ჩამუხლულებს დერეფნებში სძინავთ.

დაავადებულთა რაოდენობა იზრდება ინდონეზიაშიც. ქვეყანაში მთლიანად 1500 გარდაცვლილია ახალი კორონავირუსისგან, რაც რეკორდული მაჩვენებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობა შეზღუდვების მოხსნაზე მაინც ფიქრობს!