როგორ დაამარცხა იაპონიამ COVID-19 კარანტინისა და მასობრივი ტესტირების გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დაამარცხა იაპონიამ COVID-19 კარანტინისა და მასობრივი ტესტირების გარეშე

მასობრივი ტესტირებები და COVID-თან ბრძოლის ცენტრიც კი არ ჰქონია, სხვებზე ადრე ინფექციაზე გამარჯვება.

ორშაბათს 25 მაისს იაპონიის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა აპრილში შემოღებული საგანგებო რეჟიმის გაუქმების შესახებ. აღნიშნული რეჟიმი არ გულისხმობდა მნიშვნელოვან შეზღუდვებს. სხვადასხვა საწარმოები რესტორნები, საპარიკმახეროები აგრძელებდნენ მუშაობას, ადამიანების გადაადგილებაც არ შეზღუდულა. სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ გამოუყენებიათ მოსახლეობის გადაადგილების მიდევნების აპლიკაცია. იაპონიაში არ არის COVID-19-თან ბრძოლის ცენტრი.

მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მასობრივ ტესტირებაზე მოწოდებისა, იაპონიის ხელისუფლებამ ტესტირება ჩაუტარა მოსახლეობის მხოლოდ 0,2%, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია განვითარებულ ქვეყნებს შორის.

მიუხედავად ამისა, დასნებოვნებულების ყოველდღიური მატება იაპონიაში რამოდენიმე ათეულამდე შემცირდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში იაპონიაში გამოვლენილია კორონავირუსის 16 550 შემთხვევა და გარდაცვლილია 820 ადამიანი, რაც "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რა არის იმის მიზეზი, რომ იაპონიამ შედარებით მსუბუქად გადაიარა ეპიდემია, ექსპერტები ჯერ ვერ ხსნიან.

იაპონიაში დიდი ხანია დამკვიდრებულია ნიღბების ტარების კულტურა, ამასთან ქვეყანამ ძალიან ადრე მიიღო სკოლების დაკეტვის გადაწყვეტილება. ამას გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ იაპონურ ენაზე საუბრისას ადამიანები ვირუსის შემცველ ნაკლებ წვეთებს გამოყოფენ, ვიდრე სხვა ენაზე მოსაუბრეები.

გადამწყვეტი მნიშვენლობა იქონია მასობრივმა პასუხმა დასნებოვნებულთა რიცხვის ზრდაზე. ექსპერტებმა ასევე მაღალი შეფასება მისცეს დაავადებულების კონტაქტების დადგენის მეთოდს, რომელიც იაპონიაში ჯერ კიდევ იანვრიდან ამოქმედდა, როდესაც ქვეყანაში პირველად გამოჩნდა კორონავირუსი. საქმე იმაშია, რომ იაპონიაში დიდი ხანია მოქმედებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები. 2018 წელს იქ მუშაობდა იპონიის 50 000 სამედიცინო მუშაკთა ნახევარზე მეტი, რომელთაც გააჩნია ინფიცირებული ადამიანების კონტაქტების მიდევნების გამოცდილება. ჩვეულებრივ, ისინი დაკავებულები არიან გრიპისა და ტუბერკულოზის გავრცელების მონიტორინგით.

იაპონიაში კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებმა პირველად საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც ქვეყანა იძულებული გახდა ემუშავა საკრუიზო ლაინერ

Diamond Princess-ზე კორონავირუსით დასნებოვნებულებთან. გემის მარშრუტის საბოლოო წერტილი უნდა ყოფილიყო პორტი იოკოგამა, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს ადგილი გემის ეკიპაჟისა და 3700 მგზავრისთვის გადაიქცა ციხედ.

ლაინერთან დაკავშირებულმა ისტორიამ, რომელიც კრიზის დასაწყისში მოხდა, იაპონელ სპეციალისტსებს გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა ვირუსის გავრცელების თაობაზე და საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც დაინერგა მისი საშიშროების შესახება ინფორმაცია.

ეპიდემიის დასაწყისიდანვე ექსპერტები ურჩევდნენ მოსახლეობას დახურული სივრცეების, ადამიანებით სავსე ადგილებისა და მჭიდრო კონტაქტების მორიდებას. ამასთან ტოტალური იზოლაციის იძულება არ ყოფილა.