რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 29 მაისიდან 8 ივნისამდე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 29 მაისიდან 8 ივნისამდე?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო შემსუბუქდეს არსებული შეზღუდვები.

"ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ამიტომ დღის წესრიგში დგას შემდგომი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, შემდგომი შემსუბუქების დაწესების თაობაზე:

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით, ეს გახლავთ აუცილებელი პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები", - განაცხადა გახარიამ.

საერთო ჯამში, საქართველოში ეტაპობრივად მოიხსნება თითქმის ორი თვის განმავლობაში არსებული შეზღუდვები. მათ შორის:

  • 29 მაისიდან აღდგება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, სადაც აუცილებელი იქნება პირბადის ტარება
  • პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები
  • 8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება გაიხსნება
  • 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი რეკომენდაციები გათვალისწინებული
  • 8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება