რამდენად გასუფთავდა ჰაერი კორონავირუსის პანდემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად გასუფთავდა ჰაერი კორონავირუსის პანდემიის დროს

მესამედით შემცირდა, რამაც შეამცირა ნახშირჟანგის შემცველობა 50%. ჩინეთში დღეების რაოდენობა ჰაერის მარალი ხარისხით, თებერვალში 21,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აზოტის დიოქსიდის დონე, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ბრონქული ასთმისა და ფილტვების ანთების განვითარების რისკს, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთსა და იტალიაში. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მიღებული თანამგზავრის სურათებით ჩანს, რომ ევროპის სამ ქალაქში აზოტის დიოქსიდით ატმოსფეროს დაბინძურება შემცირდა 40%-ით.

გერემოს გასუფთავება მნიშვენლოვანად მოქმედებს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე.

მნიშვნელოვნადაა შემცირებულია საერთაშორისო და შიდა გადაზიდვები, რამეთუ ქვეყნები საკუთარი მოსახლეობის იზოლაციას ახდენენ და ხურავენ ინფრასტრუქტურას.

ქვეყნების შიგნით ადამიანები, რამოდენიმე თვის განმავლობაში დიდი ჯარიმების შიშით, სახლში რჩებოდნენ. მანქანები ქუჩაში ძალიან ცოტა მოძრაობდა. ბევრი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. აღნიშნული ტენდენცია, როგორც ჩანს, მომავალში შენარჩუნდება. გარემოს დამცველმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სახლში მუშაობით გამონაბოლქვი აირები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, წელიწადში სამი მილიონი ტონით შემცირდება.

ქუჩები ავტომანქანების, ავტობუსების სიმცირემ დააქვეითა ხმაურის დონეც. ქალაქების მაცხოვრებლები ახლა ისმენენ ისეთ ბგერებს, რასაც ადრე ჩვეულებრივი ხმაური ახშობდა. ეს ყველაფერი სასარგებლოა ჯანრმთელობისთვის. ცნობილია, რომ ხმაური ზრდის სტრესის დონეს, იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, ძილის დარღვევას და სხვა პრობლემებს.

ვენეციაში მოქალაქეებმა განთქმულ არხებში თევზი შეამჩნიეს. ადგილობრივები Facebook ჯგუფში ათავსებდნენ ფოტოებს სახელწოდებით Venezia Pulita (სუფთა ვენეცია), რითაც იპყრობდნენ მთელი მსოფლიოს ყურადღებას.

კორონავირუსის კიდევ ერთი ზემოქმედება არის ხმაურის შემცირება ოკეანეები, ზღვაში გემების რაოდენობის შემცირების გამო. ბიოლოგ-ოკეანოლოგებმა გამოარკვიეს, რომ გემების ხმაურის შედეგად ზღვის ცხოველებში იზრდება სტრესის ჰორმონის დონე, რაც უარყოფითად აისახება მათ რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

თუმცა არსებობს ეპიდემიის დროს ეკოლოგიური ტრიუმფის მეორე მხარეც. მსოფლიომ მხოლოდ ახლა დაიწყო ერთჯერადი საგნების გამოყენების პრაქტიკაზე უარის თქმა, რაც კორონავირუსმა, ზოგიერთის შეფასებით, უკან დააბრუნა. კომპანიამ შტარბუცკს აკრძალა საკუთარ კაფეებში მრავალჯერადი ჭიქების გამოყენება, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ზოგიერთი ქსელი აღნიშნავს მომხმარებლის სურვილს ყველაფერ შეიძინონ ერთჯერადი შეფუთვით.

23 მარტს კანადის ქალაქ ჰემილტონში, დასუფთავების სამსახურის 70 თანამშრომელმა მუშაობაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ვირუსი ნაგვის კონტეინერებზე სამ დღემდე ცოცხლობდა. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეაჩერეს პლასტიკის და მუყაოს ნარჩენების შეგროვება გაურკვეველი დროით.

ამ დროს ჩინეთი მთელი ძალით ცდილობს გაუმკლავდეს პანდემიის დროს დაგროვებული სამედიცინო ნაგვის მთებს. მილიონობით პირბადე, ხელთათმანი და სხვა დაბინძურებული საგანი ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი შეიძლება გახდეს, თუ არ მოხდება მათი უტილიზაცია. უჰანში სამედიცინო ნარჩენების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და დღეში 200 ტონაზე მეტს შეადგენს. უჰანში სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელ ერთადერთ საწარმოს, დღეში მხოლოდ 50 ტონა ნარჩენის გადამუშავება შეუძლია.