შეიძლება თუ არა COVID-19-ის დროს ადამიანის გადარჩენა ანტიკოაგულანტებით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა COVID-19-ის დროს ადამიანის გადარჩენა ანტიკოაგულანტებით?

რომ ანტიკუაგულანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ COVID-19-ის მკურნალობაში.

როგორც სხვადასხვა შეფასებით აღმოჩნდა, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების 30-70%-ში, აღინიშნებოდა ისეთი პრობლემა, როგორიცაა თრომბოზი. თრომბი ხშირად წარმოიქმნება ქვედა კიდურის ვენებში (ღრმა ვენების თრობოზი) და გადაადგილდება ფილტვებში, იწვევს რა ფილტვის არტერიის დახშობას (ფილტვის არტერიის თრომბოზი). ეს სიცოცხლისათვის საშიში გართულება აღინიშნებოდა ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებული COVID-19-ით დაავადებულ ყოველ მეოთხე პაციენტში. თრომბებით არტერიების ბლოკადამ შესაძლებელია გამოიწვიოს ასევე ინსულტი, ახალგაზრდა პაციენტებშიდაც კი, პოტენციური ფატალური შედეგებით.

COVID-19-ის დროს განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს მცირე ზომის სისხლის კოლტების ნაწილაკები, რომლებიც ახშობენ ფილტვების წვრილ სისხლძარღვებს. ეს მიკროთრომბები შეიძლება იყოს სწორედ იმის ძირითადი მიზეზი, რომ ფილტვები ვეღარ აწვდიდნენ ორგანოებს ჟანგბადს. სწორედ ფილტვებში კაპილარების ბლოკირების გამო, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში ხშირად აღინიშნება სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაბალი ხარისხი.

სპეციალისტები თვლიან, რომ წვრილი და მსხვილი სისხლძარღვებს თრომბოზი სერიოზულად ზრდის COVID-19-ის გამო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკს.

ანტიკოაგულანტების ჩართვა მსოფლიოს მრავალი ქვეყანაში ხდება მკურნალობის პროცესში, რადგანაც COVID-19-ის დროს თრომბოზი ძალიან ხშირი შემთხვევაა. ამდენად, საავადმყოფოში მოხვედრილ ყელა პაციენტს პროფილაქტიკურად უნიშნავდნენ ანტიკოაგულანტების დაბალ დოზებს. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ პრეპარატების დაბალი დოზებთ შესაძლებელია ვერ მოხდეს თრომბის წარმოქმნის პრევენცია. ამიტომ COVID-19-ის მძიმე ფორმის დროს, მკურნალობაში ანტიკოაგულანტების მაღალი დოზების ჩართვის საკითხი, სპეციალისტებს შორის დისკუსიის საგანია. ყოველი შემთხვევისთვის ა.შ.შ-ში- ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტიკოაგულანტების მაღალი დოზები ზრდიდა პაციენტების გადარჩენის შანსს და ამცირებდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გამოყენების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ სისხლის გამათხელებელი საშუალებების მიღებასთან დაკავშირებულია სისხლდენის მაღალი რისკი, ამიტომ მაღალი დოზით ანტიკოაგულანტების დანიშვნის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებული იქნება, რომ პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო უარყოფით შედეგებს.