კორონავირუსი და ფეხბურთი - სექს-თოჯინები ტრიბუნებზე
განაახლა ეროვნული ჩემპიონატი, თუმცა, მატჩები ჯერ ცარიელი ტრიბუნებით მიმდინარეობს.
ორგანიზატორთა წინაშე დიდი ამოცანა დგას - როგორ გააუმჯობესონ თამაშებისათვის ატმოსფერო?!
საფეხბურთო კლუბმა "სეულმა" ასეთ მეთოდს მიმართა – ტრიბუნები სექს-თოჯინებით შეავსო.
თავდაპირველად კლუბის ხელმძღვანელობა იჩემებდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მანეკენები, თუმცა, მოგვიანებით აღიარეს, რომ ეს თოჯინები სექს-სათამაშოების მწარმოებლებისგან შეიძინეს და მოუბოდიშეს კიდეც გულშემატკივრებს.
საყურადღებოა, რომ ზოგიერთ სექს-თოჯინას პორნოსაიტების სარეკლამო ბარათიც ეჭირა, და ეს მაშინ, როცა სამხრეთ კორეაში პორნოგრაფია აკრძალულია!
თინათინ გოცაძე