ესპანეთი ტურისტებისთვის ივლისიდან გაიხსნება
ბრაზილიამ გადაუსწრო რუსეთს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, აშშ-ს შემდეგ, Covid-19 –ით დაავადებულთა რაოდენობით.
რუსეთში ოფიციალური მონაცემებით ბოლო დღე-ღამეში 9,5 ათასზე მეტი დაინფიცირებული გამოვლინდა. დაავადებულთა და ვირუსის მტარებელთა საერთო რაოდენობამ კი 345 ათასს მიაღწია.
მიუხედავად ამისა, ევროპა სულ უფრო მეტად "იხსნება" – ესპანეთი ივლისიდან ტურისტების მისაღებად ემზადება.
უცხოელები ესპანეთში შემოსვლას ივლისის თვიდან შეძლებენ – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.