აშშ-მ ჩინეთს მთელი მსოფლიოსთვის კორნავირუსისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

აშშ-მ ჩინეთს მთელი მსოფლიოსთვის კორნავირუსისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა

აშშ-მ ჩინეთს მთელი მსოფლიოსთვის კორნავირუსისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა
აშშ-მ მოუწოდა ჩინეთს, რათა მან გამოყოს ცხრა ტრილიონი დოლარი მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ბრძოლასთან დაკავშირებით.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში გაცილებით ნაკლებია იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც მის გამო მთელი მსოფლიო იხდის. მისი თქმით, პანდემიის გამო, 90 ათასზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა, ქვეყნის 36 მილიონი მოქალაქე დარჩა უმუშევარი.

სახელმწოფო დეპარტამენტის მეთაურმა შეაფასა მთელი მსოფლიოსთვის მიყენებული საერთო ზარალი 9 ტრილიონ დოლარად და ჩინეთისგან მოითხოვა ამ თანხის გადახდა.

პომპეომ ასევე განაცხადა, რომ მოცემული მომენტისათვის აშშ 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს
ვაქცინის შექმნასა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად, მაშინ როდესაც ჩინეთმა მხოლოდ 2 მილიარდი მიმართა ამ საქმისთვის.

18 მაისს ჩინეთის მეთაურმა განაცხადა, რომ პეკინი უახლოესი ორი წლის განმავლობაში კორონავირუსთან საბრძოლველად და დაზარალებული ქვეყნებისათვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის 2 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს.

ა.შ.შ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში პიერ ნავარომ ჩინეთი
დაადანაშაულა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების დაგზავნაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისათვის.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 22-05-2020
ტოტო
ნებისმიერი ეპიდემიის ან შემდგომში ზოგჯერ პანდემიის გავრცელების საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს,ანუ რამდენად დროულია რეაგირება.ზოგჯერ რამოდენიმე დღე განსაზღვრავს სიტუაციის გართულებასა და უკონტროლოდ ინფექციის გავრცელებას.ჩინელებს,რომ დროზე გაეცხადებინათ არსებული სიტუაციის შესახებ და სხვა ქვეყნებს დროულად მიეღოთ ზომები დღეს ხუთი მილიონი ადამიანი არ იქნებოდა ავად. წარმოიდგინეთ,რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპა იმის გამო,რომ ვიღაცამ დამალა,ან დაეზარა,ან ყურადღება არ მიაქცია ამ საშინელებას. ბიოლოგიური იარაღის გავრცელება სხვა რამ კი არ არის,ეს არის დანაშაული კაცობრიობის და ადამიანურობის მიმართ.
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისის მცხოვრებლებს ორშაბათიდან შეხვედრების ნება დართო.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრმა ქვეყანამ სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.
ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი აქტუალური კითხვა იყო
ევროპის ქვეყნები აგრძელებენ საზღვრების გახსნას, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
COVID-19-ის გამოვლენილ შემთხვევებზე მოსახლეობის ფართოდ ინფორმირებულობის წყალობით,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად