კორონავირუსი

სპეციალისტებმა დაასახელეს მიზეზი, რის გამოც SARS-CoV-2 მამაკაცებთან უფრო ხშირად იწვევს ლეტალობას ვიდრე ქალებთან

სპეციალისტებმა დაასახელეს მიზეზი, რის გამოც SARS-CoV-2 მამაკაცებთან უფრო ხშირად იწვევს ლეტალობას ვიდრე ქალებთან
ჩინეთის ტუნცზის სამედიცინო კოლეჯის სპეციალისტებმა და უხანში ხუანჟონგის მეცნიერებისა
და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც დასახელებულია ის სავარაუდო მიზეზები, რომელთა გამოც მამაკაცებთან COVID-19-ის მიმდინარეობა უფრო მაღალი ლეტალობით გამოირჩევა. მკვლევარებმა შეისწავლეს სისხლის პლაზმა 331 ჰოსპიტალიზებული პაციენტისა, რომელთა შორის 127 მამაკაცი, ხოლო 204 ქალი იყო. პაციენტთა საშუალო ასაკი 45 წელს შეადგენდა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ IgG- ანტისხეულების (ცილები, რომლებსაც იმუნური სისტემა ინფექციის შეჭრის საპასუხოდ გამოიმუშავებს) კონცენტრაცია სხვადასხვა სქესის პაციენტთა სისხლში არსებითად არ განსხვავდება COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო ფორმებისას, მაშინ როცა, მძიმე პაციენტებთან მნიშვნელოვანი
განსხვავება ფიქსირდება. მდედრობითი სქესის მძიმე პაციენტებს მამაკაცებთან შედარებით 20-25 %-ით მეტი ანტისხეული აღმოაჩნდათ SARS-CoV-2 წინააღმდეგ.
მკვლევარებმა ნახეს IgG- ანტისხეულების დონის მნიშვნელოვანი განსხვავება მძიმე პაციენტთა შორის სიმპტომების დაწყებიდან მე-3 და მე-5 კვირებს შორის შუალედში. ეს განსხვავება და კვლევებით გამოვლენილი კიდევ რამდენიმე ფაქტორი ხსნის, განმარტავს დაავადების განვითარების
განსხვავებულ დინამიკას სხვადასხვა სქესის პაციენტებს შორის.

სხვა ფაქტორებს შორის სახელდება:
• ჰორმონული ფონის დამცველობითი სტატუსი, კერძოდ ტესტოსტერონის მაღალი დონე მამაკაცებთან, რომელიც რამდენადმე იმუნოსუპრესიას ანუ იმუნური პასუხის დათრგუნვას განაპირობებს;
• ჰემოგლობინის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მამაკაცებს უფრო მაღალი აქვთ;
• მავნე ჩვევები, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, რომელიც მამაკაცებს შორის უფრო ხშირია ქალებთან შედარებით.