პირბადეები სულ უფრო მოდური ხდება! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირბადეები სულ უფრო მოდური ხდება!

რომ უნდა შევეგუოთ რეალობას და თვალი გავუსწოროთ მას!

ბუნებრივია, ეს არც ისე იოლია და ყველას თანაბრად არც შესწევს ამის უნარი!

რეალობაა ისიც, რომ პირბადეების გარეშე ვერ შევდივართ მაღაზიებში, დაწესებულებებში, ვერ ვიმგზავრებთ ტრანსპორტით. ის ჩვენი განუყოფელი ნაწილი ხდება!

პირბადე ზოგს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, ზოგი კი ისე შეეჩვია მას, რომ ღია სივრცეში, ქუჩაშიც კი ვერ ელევა, ზოგი მზადაა ლოგინშიც პირბადით მოკალათდეს და ტკბილად დაიძინოს, რადგან ცხვირ-პირაკრული უფრო მშვიდადაა, უსაფრთხოდ გრძნობს თავს და ფსიქოლოგიურად დაწყნარებულია.

ასე თუ ისე, პირბადე პანდემიის ფონზე მოდის მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება და მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები ამაზე სერიოზულად მუშაობენ. მაგალითად, მოდის სახლმა Gივენცჰყ გამოუშვა მაისურები, რომლებსაც მიმაგრებული აქვთ შესაბამისი პირბადეები.

იტალიელმა დიზაინერმა ტიციანა სკარამუცცომ, რომელიც Elexia Beachwear მარკის მფლობელია, მაისში გამოუშვა კომპლექტის ახალი ინტერპრეტაცია, რომელმაც "ტრიკინის" სახელწოდება მიიღო, ანუ "ბიკინის" პლიუს პირბადე!

აშშ-ში მაღაზიამ Room Shop Vintage დაიწყო ე.წ ტოპების გაყიდვა შესაბამის პირბადეებთან წყვილში. როგორც მისი თანადამფუძნებელი შელი ხორსტი აღნიშნავს, ტანისამოსთან შეხამებული პირბადეების თემა კარგახანს იქნება აქტუალური! ადამიანებს მისი სხვადასხვა ვარიანტი დასჭირდებათ, განსხვავებული ფერითა და ხარისხით, ჩაცმულობასთან შეხამებული და მორთულ-მოკაზმულობასთან შერწყმული, სხვაგვარად ლამაზმანები ცხოვრებას ვერ გააგრძელებენ, პირბადეებიც მოდური გახდება!

mkurnali.ge