როგორი შეზღუდვებია დაწესებული რუსეთში და რატომ მატულობს ასე სწრაფად ინფიცირებულთა რიცხვი - გურამ ბაბლიშვილი იზოლაციიდან - სპეციალურად "მკურნალისთვის" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი შეზღუდვებია დაწესებული რუსეთში და რატომ მატულობს ასე სწრაფად ინფიცირებულთა რიცხვი - გურამ ბაბლიშვილი იზოლაციიდან - სპეციალურად "მკურნალისთვის"

გურამს და ცნობილ რუს ტელეწამყვან ანფისა ჩეხოვას, ჰყავთ არაჩეულებრივი ვაჟი - სოლომონი. როგორ გადიან ისინი იზოლაციას და რა ხდება მსოფლიო პანდემიის ფონზე რუსეთში, ამაზე სასაუბროდ გურამს მოსკოვში დავუკავშირდით.

- როგორ ხართ, გავიგე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში, კორონავირუსი 11 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა და საერთოდაც რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, შეერთებული შტატებისა შემდეგო.

- მაგას ვერ დავადასტურებ, რადგან რიცხვები არ ვიცი, მაგრამ ამბობენ ძალიან ბევრი ინფიცირებული არისო. აქ ასე არ აცხადებენ, მაგრამ ინტერნეტიდან ვიგებთ რაღაც-რაღაცებს. ფაქტია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. 30 მარტიდან პრეზიდენტმა არდადეგები გამოაცხადა: არასამუშაო დღეები - ასე დაარქვეს თავიდან - ვიცოდით, რომ გრძელდებოდა აპრილის ბოლომდე. ახლა არდადეგებზე აღარაა საუბარი, 31 მაისამდეა კარანტინი გამოცხადებული. ამბობენ, ნელა-ნელა ეტაპობრივად გაიხსნება ბევრი სფერო - პირველ რიგში მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ქარხნების და მანუფაქტურების გახსნა უნდათ, ხალხი გაგიჟებულია, უკვე თვენახევარია ასე ზის. გარეთ ნიღბებით და ხელთათმანებით სიარული აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმაა დაწესებული. ჯარიმის ოდენობა 4 ათასი რუსული მანეთია, რაც დაახლოებით 160 ქართული ლარია. ჯარიმებია ასევე საშვის გარეშე ქუჩაში გადაადგილებაზე - დაახლოებით 200 ლარია. თუმცა ზოგი პოლიცია არჩერებს, ზოგი - არა...

- ანუ გეუბნებიან: დარჩით სახლშიო?

- კი, გვეუბნებიან, მაგრამ უფრო რბილი ფორმით. გუშინ პრეზიდენტმა გადმოგვცა ეს სიტყვები, როგორც რჩევა: იფირთხილეთ, ზომები, მიიღეთ, ეცადეთ სახლში იყოთო. უბრალოდ გვეუბნებიან მოერიდეთ გარეთ გასვლასო. საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, არც კომენდანტის საათი.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის ?

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, ოღონდ გადაადგილებულებს საშვებს უკონტოლებენ, მეტროც მუშაობს. ნიღბის და ხელთათმანების გარეშე ტრანსპორტით სარგებლობა არ შეიძლება.

mkurnali.ge

- საშვებს როგორ გასცემენ?

- სახელმწიფო საიტია, სადაც უნდა დარეგისტრიტდე და იქ უნდა მიუთითო, სად გადაადგილდები რა მიზეზით და და ა. შ

- შეიძლება, რომ უარი მიიღო საშვის მიღებაზე?

- მე დავდიოდი ქალაქში, რაღაც საქმეები მქონდა და ვაკეთებდი, უარი ჯერ არ მიმიღია, მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ხანდახან მიუღიათ. ყველა ინტენეტშია და ფულადი დახმარებისთვის აფორმებს მონაცემებს, საიტები არ მუშაობს და ერთი ამბავია.

- ფულად დახმარებაში რა იგულისხმება?

- ინდმეწარმეები, რომელთაც შეუჩერდათ სამუშაო, მათზეა საუბარი, რომ დაეხმარებიან თანამშრომელზე 140 თუ 150 დოლარით თვეში. ყველა წერს, აბარებს ამ მონაცემებს. ჯერ განხილვაა და ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება გადახდაო, ამბობენ. კიდევ ამბობენ, ვისაც ბავშვები ჰყავს, იმათაც რაღაცა პატარა თანხით დავეხმარებითო.

- საზოგადოებაში რა განწყობაა?

- საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა, რადგან ასეთი სიტუაცია მოხდა და რუსეთმა სამწუხაროდ, დაიგვიანა. გაურკვევლობაა, დახმარებაც იგვიანებს, ბევრი გამოთქვამს აზრს, რომ ეს მხოლოდ დაპირებებია. ტელევიაზიები არ აცხადებენ, თუმცა ინტერნეტით ვიტყობთ, რომ აქცია იყო ვლადიკავკაზში, პიკიეტები, კიდევ, თუ არ ცდები, ნოვოსიბირსკში და უკმაყოფილება გამოთქვეს სახელმწიფოს მიმართ. ახლა ვინც სახელმწიფოს ჯიბეზე ზის (კარმუშკაზეა), ის ჩუმადაა და კმაყოფილია, მაგრამ ასეთი უმცირესობაა.

რუსეთი დიდი ქვეყანაა და კიდევ ასე რომ გაგრძელდეს, გაიწელოს და ივნისშიც მგონი აგრძელებენ ამ კარანტინს, ასეთი ხმები დადის, არ ვიცით რა მოხდება. ერთ-ერთი რუსი დეპუტატი ქალბატონი მატვიენკო გამოვიდა და თქვა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქემ დაივიწყეთ საზღვარგარეთ წასვლა ამ წელიწადში, რუსეთმა შეიძლება საზღვრები არ გახსნასო. შეიძლება კი თქვეს, მაგრამ დიდი ალბათობით წელს საზღვრებს არ ხნის რუსეთი. გამოაცხადეს საზღრის გახსნას ელოდეთ 2021 წლის იანვარ-თებერვლისთვისო. ეს ძალიან ცუდია, პირადად ჩემთისაც, რადგან მე საქართველოში ვაპირებდი წამოსვლას. ბავშვი მომყავს ხოლმე სულ, ყოველ წელს. ასევე ბევრ ტურისტს უნდოდა საქართველოში დასასვენებლად ჩამოსვლა და ბევრი ქართველიცაა დარჩენილი აქ.

- სამედიცინო სექტორი როგორ მუშაობს და როგორ ეხმარება ხალხს?

- სამედიცინო სექტორში, როგორც ტელევიზიების ცენტრალური არხები აცხადებენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არის. სიყოჩაღე მართლაც ძალიან ბევრ ექიმს აქვს, ისევე როგორც საქართველოში. გამოაცხადეს, რომ არის მაღალი სიკვდილიანობა მედიცინის პერსონალშიც. მოსკოვს რაც შეეხება, მოსკოვი ისეა, როგორც ვატიკანი იტალიაში. ქალაქგარეთ რასაც ვნახულობ ინტერნეტით, ბევრგან ნიღბებიც არაა, ხალხსაც ვერ იღებენ საავადმყოფოებში, რადგან ფიზიკურად არაა ადგილები. ყველა გუბერნიაში სხვადასხვა სტუაციაა. ეს არის ქაოსი და არეულობა. მთლიანობაში ერთი საერთო სურათი ასეთია - ვერ უმკლავდებიან. ინფიცირებულები მატულობენ, მედპერსონალი არ ყოფნით - არ იყო რუსეთი ამისთვის მზად.

- აქ ყოველი საინფორმაციო გამოშვება, დღეში რამდენჯერმა იწყება პანდემიასთან ბრძოლის შედეგებით. რა ხდება იმ დღეს, იმ მომენტში - რამდენი გამოჯანმრთელდა, რამდენი დაინფიცირდა, ვიცით თუ არა დაინფიცირების წყაროები და ა.შ. მანდ ასე არაა?

- აქ ასე არ ხდება. კი, რაღაცას აცხადებენ, მაგრამ როგორც ნომერ პირველ ინფორმაციას, ასე არა. შეიძლება დღე გავიდეს და არც არაფერი გამოაცხადონ ამ თემაზე, მიტომ რომ ვითომ არაფერი შეიცვალა და უფრო მთავარი თემები გააჩნიათ. ჩვენ ინტერნეტით ვიგებთ რა ხდება მსოფლიოში. კომენტარებში ყველა წერს: ბრავო ქართელებო, ასეთი სტატისტიკა რომ გაქვთ ვირუსთან ბრძოლაშიო. აღაირებენ, რომ მომზადებულად და გეგმიანად უმკლავდებიან ამ დაავადებას. მე მეამაყება. კაი იდეაა, რომ დღე ასე იწყებოდეს ,,პანდემიასთან ბრძოლის სიახლეებით'', რომ ხალხმა იცოდეს, დაავადება მატულობს, პიკამდე აღწევს თუ დასასრულისკენ მიდის, თუმცა ასე არ არის.

- ასეთი ინფორმაცია არ აგქვთ?

- მოსკოვის მერმა გამოაცხადა მაისის დასაწყისში, რომ ჯერ ჩვენ პიკამდე არ ვართ მისულები. პიკი იქნება მაისის ბოლოსო. საკარანტინო პროცესის 1/4 გვაქვს გავლილიო. ახლა 12 მაისია და უკვე აცხადებენ, შევაჩერეთ ვირუსის გავრცელება და პროცესს ვაკოტროლებთო. როგორ ვიმსჯელო, არც ვიცი.

- ჩვენ გვყავს ჩვენი გმირები, ყველა მედ-პერსონალი გმირია, მაგრამ სახელებით გავიცანით ბევრი მათგანი. ისინი ყველაზე სასურველი სტუმრები არიან სხვადასხვა ჩართვაზე მედიასაშუალებებთან. საზოგადოებისთვის ისინი 21-ე საუკუნის გმირები არიან. თქვენთან არაფერია მსგავსი?

- ზოგჯერ იწვევენ ექსპერტებს და ექიმებს სხვადასხვა გადაცემაში. თქვეს: დიდი მადლობა ექიმებსო, დიდი ღვაწლი მიუძღვით მათ საზოგადოების წინაშეო, ზოგადად, მაგრამ ისეთი აღფრთოვანება, როგორც ქართველებმა ვიცით - ალალად, გახსნილად და ემოციურად, აქ ასე არ არის.

- თქვენ პირადად როგორ გაგყავთ დღები იზოლაციაში ?

- რა გითხრათ აბა, ცირკი, თეატრები იქნება ბოლო, რაც გაიხსნება. რაც შეეხება კინოს, კინოზე კიდევ მიდის საუბარი, რომ პავილიონებში მაისის ბოლოდან შევძლებთ გადაღებას. შეზღუდვებს ვემორჩილები. თითქმის არ ვარღვევ, მე დავრბივარ ყოველდღე, თორემ ისე გავგიჟდები, უფრო არახალხმრავალ ადგილებში გავდივარ . - მარტო ხართ იზოლაციაში?

- მე გაშორებული ვარ ცოლს, უკვე 3 წელიწადია. ბავშვი შაბათ-კვირას მომყავს. ინტერტნეტგაკვეთილებს ყოველდღე ესწრება.

ჩემები, მშობლებიც და ჩემი დაც საქართველოში არიან. ახლა ყველა სოფელში - შილდაში არიან. კახეთი მაინც მწვანე ზონაა, აყვავდა გადამწვანდა ყველაფერიო - ახლა მომწერეს, ფოტოები ჩამიყარეს. აქ არავისთან ვკონტაქტობ, ვზივარ და ვიცავ კარანტინს.

ყველა ქართველს და საქართველოში მცხოვრებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა. სიკეთეს გისურვებთ და ყოველთვის ყველაფერში ასე მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყავით.

mkurnali.ge

-როგორ გგონიათ, პანდემიის მერე ისევ ისეთი მსოფლიო იქნება, როგორიც მანამდე იყო?

- რა თქმა უნდა, არ მგონია, ამ ამბავმა რაიმე კონკრეტული კუთხით წაიყვანოს კაცობრიობა. უბრალოდ ეს იქნება ეტაპი, რომელიც გავიარეთ. კაცობრიობის ისტორიაში ბევრი პანდემია ყოფილა და მაინც წინსვლას ვაგრძელებთ. ამ პანდემიის პერიოდში რუსეთში ასეთი ხუმრობა გაჩნდა თურმე "გრეჩიხის ფაფას" სულ სხვა გემო ქონიაო, რაშიც სახლში ყოფნის სიმყუდროვეც იგულისხმება და თან ხელმოკლეობაც. ამ პანდემიის ფონზე, ხალხმა რეალობას თვალი გაუსწორა. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ რაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, მაინც ბუნებაა მბრძანებელი.

ეკა სალაღაია