არსებობს თუ არა კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების რისკი თვალის ლორწოვანის გზით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არსებობს თუ არა კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების რისკი თვალის ლორწოვანის გზით?

- ბატონო ბაჩო, რამდენად მაღალია კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების რისკი თვალის ლორწოვანის გზით?

- მოგახსენებთ: თვალის ლორწოვანი გარსი ნებისმიერი ვირუსის გამტარი შეიძლება იყოს. მისი გავლით ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა შეიჭრას ნებისმიერი ვირუსი, ამასთან, როგორც ხელის თვალთან კონტაქტით, ასევე წვეთოვანი გზითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა გახდეს ვირუსული კონიუნქტივიტის განვითარების მიზეზი, აქედან გამომდინარე, ოფთალმოლოგებს პაციენტებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. იმისათვის რომ ჩემმა კოლეგებმა თავიდან აირიდონ დასნებოვნება, ზედმიწევნით უნდა შეასრულონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

- რა როლი აქვს დამცავ სათვალეს და დამცავ ფარს კორონავირუსით დასნებოვნების პრევენციისთვის?

- დამცავი სათვალე ან დამცავი ფარი იცავს თვალის ლორწოვანს, წვეთოვანი გზით ვირუსის გადაცემისგან, სწორედ ამიტომაა ასეთი აქტუალური თვალის დაცვა სათვალით და ამიტომაც არის მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდაცია - პროტოკოლში ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტად დამცავი ფარი ან სათვალე.

- COVID-19-ის გართულებებს შორის რამდენად ხშირია კონიუნქტივიტი?

- ჩვენ, დღესდღეობით ვებრძვით შეუსწავლელ ახალ ვირუსს, ყოველდღიურად იცვლება სიმპტომების სტატისტიკა, მკურნალობის ტაქტიკა, პროტოკოლები და ა.შ. უახლესი მონაცემებით კონიუნქტივიტი შესაძლებელია იყოს კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ნიშანი.

- როგორია დღეს მსოფლიოს გამოცდილება? როგორ მკურნალობენ კორონავირუსით გამოწვეულ კონიუნქტივიტს?

- ვირუსულ კონიუნქტივიტს, საზოგადოდ, მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წვეთებით, ხელოვნური ცრემლით და ანტიჰისტამინური საშუალებებით. სხვა მეორეული გართულების შემთხვევაში ანტიბიოტიკის ჩართვაც ხდება მკურნალობის სქემაში.

- რა უნდა გაითვალისწინონ ლინზების მომხმარებლებმა? რას ურჩევთ მათ?

- ლინზების მოხმარება, რა თქმა უნდა, დაინფიცირების რისკს ზრდის და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, პანდემიის პერიოდში, სასურველია სათვალის გამოყენება, უკიდურეს შემთხვევაში (ლინზების გამოყენებას ვგულისხმობ) აუცილებელია ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა.

- რა როლი აქვს დაბინძურებულ ხელს თვალის დასნებოვნებაში და როგორია ხელის ჰიგიენის მნიშვნელობა ამ კუთხით?

- მოგესხენებათ, ხელი არის შემხებლობაში უამრავ ვირუსთან და ბაქტერიასთან; იცით, რომ ფული, მყარი ზედაპირები, სახელურები, მოაჯირები, ღილაკები, გასაღები, მობილური ტექნიკა ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა. ხელს ხშირი შემხებლობა აქვს ამ ნივთებთან, სწორედ ამიტომ არის ასე გამახვილებული ყურადღება ხელის ჰიგიენაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, NCDC-ის და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლებში. სწორედ ხელი შეიძლება მოხვდეს პირის ღრუსთან, ცხვირთან და თვალთან, ასე რომ სტანდარტულ ხელის ჰიგიენას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აქვს!

- როგორც ოფთალმოლოგი, რას ურჩევთ ადამიანებს?

- მაქსიმალურად აკონტროლონ თვალის სხვადასხვა დაავადება, გაზაფხულზე ხომ ისედაც ხშირია ალერგიული კონიუნქტივიტი, ამ უკანასკნელის დროულად დიაგნოსტიკა და მკურნალობა მეტად მნიშვენლოვანია, რადგან გაღიზიანებულ თვალს ახასიათებს ქავილი, ცრემლდენა, შესაბამისად, თვალზე უნებურად ხელის ხშირი შეხება ზრდის დასნებოვნების რისკს. აუცილებელია ჯანსაღი კვება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, თვალის დაცვა გადატვირთვისგან (ვგულისხმობ ციფრულ ტექნიკას) და ვარჯიში; ყველაზე დიდი პრევენცია - ჯანსაღი ცხოვრების წესია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!