კორონავირუსი

ვინ არიან კორონავირუსის სუპერგამავრცელებლები

ვინ არიან კორონავირუსის სუპერგამავრცელებლები
კორონავირუსით დასნებოვნებულებს არა მარტო სხვადასხვანაირად გადააქვთ დაავადება,
არამედ სხვადასხვა ინტენსივობით ავრცელებენ მას. დიდი ბრიტანეთის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დასნებოვნებულებს შორის არსებობენ "სუპერგამავრცელებლები", რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში პასუხისმგებლები არიან COVID-19-ის გავრცელებაზე.

კვლევის თანახმად, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 80% მოდის მხოლოდ ვირუსის მტარებლების 10%-ზე. ამგვარ ინფიცირებულებს მეცნიერები "სუპერგამავრცელებლებს" უწოდებენ.

ბრიტანელი მეცნიერების გამოთვლები აღნიშნავს, რომ

SARS-CoV-2 ვირუსით დასნებოვნებულთა ნაწილი შეიძლება პრაქტიკულად უვნებლები იყვნენ გარშემომყოფთათვის, ხოლო ზოგი ბევრს გადასცემს. ვირუსებისთვის ეს ბუნებრივია.

"სუპერგამავრცელებლების" გამოთვლა მოსახლეობაში შეუძლებელია, სანამ არ დაიწყებს ვირუსის გავრცელებას. მეცნიერები გვთავაზობენ შევზღუდოთ და აღვკვეთოთ
ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი შეიძლება გახდეს, რადგანაც კორონავირუსი აქტიურად ვრცელდება ადამიანების ნებისმიერი მჭიდრო შეკრების ადგილებში.

ათეულობით ქვეყნის ხელისუფლების მიერ შემოღებულმა კარანტინის შეზღუდვებმა დროთა განმავლობაში შეამცირა კორონავირუსის გავრცელება. მაგრამ რა გახდება ინფექციის გავრცელების შემდეგი კერა, მეცნიერები ვერ აზუსტებენ.