ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი უჰანის ხელისუფლებას კორონავირუსის აფეთქების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი უჰანის ხელისუფლებას კორონავირუსის აფეთქების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

ქალაქ უჰანის ხელისუფლება, სადაც პირველად დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით დასნებოვნების შემთხვევები, თავდაპირველად მალავდა დაავადების აფეთქების მასშტაბებზე ინფორმაციას. სწორედ ჩჟუნ ნანშანმა, უჰანში 18 იანვარს ჩასვლის შემდეგ ორ დღეში, საჯაროდ დაადასტურა, რომ კორონავირუსი შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს, მაშინ როდესაც უჰანის ხელისუფლება კვირეები იმეორებდა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობდა. ინფექციის აფეთქებას კი "გადაჭრად და კონტროლირებადს" უწოდებდა.

ეპიდემიოლოგის განცხადებით, ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უჰანში 10 დღის განმავლობაში დაავადებულთა ციფრი 41 არ იცვლებოდა, მაშინ როდესაც გამოჩნდა საზღვარგარეთ დასნებოვნებულთა შესახებ ინფორმაცია. მას კითხვები ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რის შემდეგაც მიაწოდეს რეალური ინფორმაცია.

მართალია ჩინელი ეპიდემიოლოგი აღიარებს ეპიდემიის დასაწყისში დაავადებულთა ოფიცილური მაჩვენებლის ხელოვნურად დაწევას, მაგრამ ის უარყოფს ბრალდებას ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკის არასაწრმუნოების შესახებ. კერძოდ, მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით ლიდერობს არა აშშ, არამედ ჩინეთი.

ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ გაკვეთილი მიიღო 17 წლის წინ, ატიპური პნევმონიის აფეთქებისას, რაზედაც პეკინი რამოდენიმე თვე დუმდა.

მეცნიერმა ასევე უარყო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თეორია იმის შესახებ, რომ კორონავირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა. მისი თქმით, უჰანის ლაბორატორიაში არ არსებობს ხელოვნური ვირუსის შესაქმნელად ადამიანური რესურსი და მოწყობილობა.

ჩჟუნ ნანშანი - ჩინელი ეპიდემიოლოგი და პულმონოლოგი, ჩინეთის სახელმწიფო ჯანდაცვის კომიტეტის კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელია.