სად იქნება შესაძლებელი დასასვენებლად წასვლა ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად იქნება შესაძლებელი დასასვენებლად წასვლა ზაფხულში

პარალიზება გამოიწვია. ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს (ჭთთჩ) შეფასებით, დარგის დანაკრგი მინიმუმ $22 მილიარდი იქნება.

ბაზრის მომავალი დამოკიდებულია რამდენად სწრაფად გაიხსნება საზღვრები და მოიხსნება ავიაფრენებზე შეზღუდვები.

საქართველო 15 ივნისიდან ხსნის შიდა ტურიზმს, ხოლო 1 ივლისიდან აპირებს უცხოელი ტურისტების მიღებას.

ჩერნოგორია ტურისტული სეზონის დაწყებას ივლისიდან გეგმავს. ქვეყანამ უკვე გახსნა საზღვრები საზღვაო ტურიზმისთვის. ოფიციალურად ტურისტული სეზონის გახსნას ქვეყანა 1 ივლისიდან გეგმავს და პირველი უცხოელი ტურისტები მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან.

თურქეთი ტურისტული სეზონის დაწყებას ივნისიდან გეგმავს. ქვეყანა ნელნელა არბილებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დასწედსებულ შეზღუდვებს და გეგმავს ივნისში საერთაშორისო რეისების აღდგენას. თურქეთი ტურისტების მიღებას აზიიდან აპირებს, რის შემდეგაც გახსნის საზღვრებს გერმანიისა და ავსტრიისათვის, სადაც ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე კარგი სიტუაცია იყო. ამის შემდეგ დადგება ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეების მიღების საკითხიც.

ქვეყანაში შემოსული ყველა ტურისტი გაივლის კორონავირუსზე ტესტირებას, სასტუმროებსა და რესტორნებში იქნება მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის სოციალური დისტანცირება. სავარაუდოდ გაუქმდება "შვედური მაგიდა."

საბერძნეთი ტურისტული სეზონის დაწყებას 1 ივლისიდან გეგმავს. უცხოელ ტურისტებს საბერძნეთი მხოლოდ COVID-19-ზე ტესტირების უარყოფითი ან ანტისხეულების არსებობაზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მიიღებს. ტესტირების შედეგი ცნობილი უნდა იყოს თვითმფრინავის გამოფრენამდე. ტურისტული სფეროსთვის დეტალური გეგმაა მომზადებული უსაფრთხოების წესების დასაცავად.

კვიპროსის ხელისუფლება ტურისტული სეზონის გახსნისას ორიენტაციას გააკეთებს იმ ქვეყნის დამსვენებლებზე, რომლებმაც გადაიარეს პანდემიის პიკი.

კვიპროსის ტურისტულმა უწყებებმა მოამზადეს სპეციალური პროტოკოლი აეროპორტების, სასტუმროების, რესტორნების და ტურისტული სააგენტოებისთვის.

კვიპროსზე გაფრენამდე უცხოელმა ტურისტებმა უნდა გაიკეთონ პირბადე და ხელთათმანები, ხოლო კვიპროსზე ჩასვლისას გაიზომონ ტემპერატურა.

სანაპიროზე ქოლგებსა და შეზლონგებს შორის დაშორება იქნება 4 მეტრი. რესტორნები და კაფეები მომხმარებელს მიიღებენ 4 ადამიანს 8 მ2-ზე.

ხორვატიამ ევროკავშირის ქვეყნებიდან უცხოელების შეშვება 9 მასიდან დაიწყო საქმიანი ან პირადი მიზნით. იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი, ჯერჯერობით მოცდა მოუწევთ. მთავრობა ამზადებს ტურიზმის განახლების დეტალურ გეგმას, რომელიც ისე იქნება გამართული, რომ ტურისტებს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ სხვა ადამიანებთან.