ნიდერლანდების ხელისუფლება მარტოხელებს პარტნიორის მოძებნას ურჩევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნიდერლანდების ხელისუფლება მარტოხელებს პარტნიორის მოძებნას ურჩევს

რომელთაც არ აქვთ საკმარისად ინტიმური ურთიერთობები პანდემიის დროს. ისინი ასეთ ადამიანებს სთავაზობენ მოძებნონ სქესობრივი პარტნიორი.

რეკომენდაციის თანახმად, თუ პარტნიორთაგან ერთერთ მათგანს გამოუვლინდება Covid-19 სიმპტომები, სექსისგან თავი უნდა შეიკავონ.

ნიდერლანდებში სოციალური დისტანცირების წესები 23 მარტიდან მოქმედებს. ხელისუფლებამ შემოიღო ჭკვიანი ანუ ტარგეტირებული კარანტინი. პირობები ნაკლებად მკაცრი იყო, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში: მოქალაქეებს შეეძლოთ ჯგუფურად შეკრება სოციალური დისტანცირების დაცვის პირობით.

ხელისუფლება მარტოხელა ადამიანების მხრიდან მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგანაც მათ კარანტინის გამო, კიდევ უფრო გაურთულდათ პარტნიორის მოძებნა.

14 მაისს გამოჩნდა სახელმძღვანელო, რომლის თანახმადაც მარტოხელები თუ კი გადაწყვეტენ სქესობრივ კონტაქტს, მათ უნდა დაიცვან სიფრთხილის ნორმები კორონავირუსით დასნებოვნების რისკის მინიმიზაციისათვის.

დოკუმენტის ავტორები ალტერნატივის სახით ურჩევენ მოქალაქეებს კარანტინის პირობებში ეროტიკული ლიტერატურის ერთობლივ კითხვას ან მასტურბაციას.

ორშაბათიდან ნიდერლანდებში კარანტინის შეზღუდვების შერბილება დაიწყო. პირველ ეტაპზე გაიხსნა ბიბლიოთეკები, საპარიკმახეროები, სილამაზისა და მასაჟის სალონები.

სულ, ნიდერლანდებში Covid-19 დიაგნოსტირებული იქნა 43880 ადამიანისთვის, გარდაიცვალა 5500 დასნებოვნებული.