მეცნიერებმა Covid-19-ის მკურნალობისთვის რემდესივირის კლინიკური კვლევები შეაჩერეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა Covid-19-ის მკურნალობისთვის რემდესივირის კლინიკური კვლევები შეაჩერეს

აღნიშნული პრეპარატი ბოლო დრომდე ითვლებოდა Covid-19-ის სამკურნალო ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ წამლად. კვლევების შეჩერების თაობაზე განაცხადა ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალურმა ინსტიტუტმა. (NIAID).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვლევა შეჩერდა არა მისი ჩავარდნის გამო, არამედ იმისათვის რომ არ დაეშვათ საკონტროლო ჯგუფის პაციენტების (რომლებიც იღებდნენ პლაცებოს) ზედმეტი მსხვერპლი.

პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ რემდესივირის ეფექტურობა კორონავირუსზე ხელახლა უნდა შემოწმდეს.

ორი კვირის წინ შეჯამდა ექსპერიმენტის წინასწარი, ორთვიანი კვლევის შედეგები. ორგანიზატორებს ეს მაჩვენებლები იმდენად დამაიდებლად ეჩვენათ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ამის თაობაზე სპეციალური, ფრთხილი ოპტიმიზმით სავსე განცხადება გაავრცელა.

რამოდენიმე დღეში კი ამერიკის ხელისუფლებამ რემდესივირის გამოყენების ნებართვა გასცა Covid-19-ის მკურნალობისთვის ექსტრემალური პირობებში.

თუმცა მტკიცებითი მედიცინა აღიარებს პრეპარატის ეფექტურობის შემოწმების მხოლოდ ერთ საშუალებას- ბრმა ორმაგი ტესტირების მეთოდს. ამისათვის ექსპერიმენტის მონაწილეებს, შემთხვევითობის პრინციპით, ყოფენ ორ ჯგუფად: ერთში პაციენტები ღებულობენ ახალ პრეპარატს, მეორე ჯგუფი კი მის იმიტაციას- პლაცებოს.

პანდემიის პირობები, მტკიცებითი მეცნიერების მკაცრი მოთხოვნები ხშირად კონფლიქტში მოდის საექიმო ეთიკასთან.

თუ გამოსაცდელი პრეპარატი რაღაცით მაინც შეძლებს ინფექციასთან ბრძოლაში დახმარებას, მძიმე პაციენტები, რომლებიც მის ნაცვლად პლაცებოს იღებენ (ისე, რომ თავადაც არ იციან ამის შესახებ), შესაძლებელია გარდაიცვალონ მხოლოდ იმიტომ რომ შემთხვევით მოხვდნენ საკონტროლო ჯგუფში. მაგრამ თუ ექსპერიმენტულ პრეპარატს მისცემენ ყველა მძიმე დაავადებულს გამონაკლისის გარეშე, მაშინ დაირღვევა შემოწმების პირობები და შესაბამისად, პრეპარატის ეფექტურობის განსაზღვრა შეუძლებელი გახდება.

სწორედ რემდესივირს კვლევის შუალედური შედეგების ასეთმა პარადოქსულმა გამოცხადებამ დაასრულა მთელი ექსპერიმენტი. როგორც კი გასაგები გახდა, რომ წამალი შეიძლება ეფექტური ყოფილიყო, მისი მიცემა დაიწყეს ყველა პაციენტისთვის, რის შედეგადაც კვლევამ დაკარგა აზრი.